Legal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაფასები
მეტი
ჩვენ შესახებბლოგიკონტაქტი
LegalTools
...
ანგარიში იტვირთება
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაფასებიბლოგიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთება
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.geგჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სამართლებრივი ბიბლიოთეკა
ძებნა კანონები თემები ლექსიკონი
სამართლებრივი ბიბლიოთეკაამნისტიის შესახებკითხვის რეჟიმი
საქართველოს კანონი

ამნისტიის შესახებ

8 მუხლირედაქცია №1 ბოლო ცვლილება: 24 ნოე. 2011
მუხლები კითხვის რეჟიმი

მუხლი 1

1.სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან გათავისუფლდებიან პირები, რომლებმაც 2011 წლის 1 ნოემბრამდე ჩაიდინეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლით ან/და 362-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია არა უგვიანეს 2003 − 2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის შეძენასთან ან გამოყენებასთან.

2.ამ კანონის შესაბამისად სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან და სასჯელისგან არ გათავისუფლდებიან პირები, რომელთა მიერ ჩადენილი ქმედებაც დაკავშირებულია არა უგვიანეს 2003 − 2004 სასწავლო წლის სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის გამოყენებასთან და 2011 წლის 1 ნოემბრისთვის ეს ქმედება არ არის შეწყვეტილი.

მუხლი 2

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ პირებზე ვრცელდება ამ კანონის ამოქმედების დღისათვის სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან მიმდინარეობის მიუხედავად, აგრეთვე ვრცელდება ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებულ მსჯავრდებულ პირებზე. წინასწარი გამოძიება არ უნდა დაიწყოს, ხოლო დაწყებული წინასწარი გამოძიება უნდა შეწყდეს, ამ კანონის პირველ მუხლში მითითებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე იმ შემთხვევაშიც, თუ არ არის დადგენილი დანაშაულის ჩამდენი პირი.

მუხლი 3

ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტია არ ვრცელდება სასჯელის სახით გადახდილ ჯარიმებზე.

მუხლი 4

სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელი ორგანოები ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის საკითხებზე საპროცესო გადაწყვეტილებებს იღებენ ეჭვმიტანილის, ბრალდებულის, განსასჯელისა და მსჯავრდებულის  თანხმობის გარეშე.

მუხლი 5

1.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის მიმართ იღებს შესაბამისი პროკურორი.

2.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას განსასჯელისა და იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება არ დასრულებულა, იღებს შესაბამისი სასამართლო. სასამართლო უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

3.ამ კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილებას იმ მსჯავრდებულის მიმართ, რომლის მიმართაც სამართალწარმოება დასრულებულია, ზეპირი მოსმენის გარეშე, ერთჯერადად იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც ამ კანონის ამოქმედებიდან 1 კვირის ვადაში მსჯავრდებულის პირად საქმეს უგზავნის საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს შესაბამისი დაწესებულება.

მუხლი 6

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის გამოყენებას, რომლის საფუძველზედაც განხორციელდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელება, უკავშირდება  ნამდვილი ატესტატის გამოყენებისათვის განსაზღვრული ყველა სამართლებრივი შედეგი.

მუხლი 7

ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტის – ატესტატის ნამდვილობის დადასტურება, ლეგალიზაცია ან აპოსტილით დამოწმება არ დაიშვება.

მუხლი 8

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-10 დღეს. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2010 წლის 20 აპრილი. №2957–Iს შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5307 - ვებგვერდი, 05.12.2011წ.

მუხლები დასაწყისში