17 ნოე 2025
1 წუთიპროკურატურა - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტებზე ბრალდებულს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ უცხო ქვეყნის მოქალაქეს, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „მეთადონის“ უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პროკურატურის ცნობით, ბრალდებული ნარკოტიკს გასაყიდად სხვადასხვა ლოკაციაზე ათავსებდა.



