

საქართველოს პროკურატურამ ალექსანდრე ელისაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორისტული აქტის მცდელობის ფაქტზე ბრალი წარუდგინა. გამოძიებით დადგინდა, რომ მან შენობაში შეაღწია, აალებადი ნივთიერება დაასხა და ხანძრის გაჩენა სცადა. მანდატურის სამსახურის თანამშრომლებმა ის წინააღმდეგობის მიუხედავად დააკავეს. ბრალი 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

პროკურატურამ და სუს-მა ყოფილი მაღალჩინოსნების - ღარიბაშვილის, ლილუაშვილის, ფარცხალაძის და მათთან დაკავშირებული პირების სახლები გაჩხრიკეს. 22 ლოკაციაზე ჩატარებული ღონისძიებისას ამოღებულია ტექნიკა, დოკუმენტები და დიდი ოდენობით ფული. გამოძიება გრძელდება.

სუს-ში გამოკითხვისას ყოფილმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, სრულად ითანამშრომლა გამოძიებასთან და აღიარა წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლების მიღება. უწყება მისთვის ბრალის წარდგენისა და აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავს.