Legal.geLegal.geLegal.ge
სპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგი
მეტი
ჩვენ შესახებფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
ჩვენ შესახებსპეციალისტებიბიბლიოთეკაბლოგიფასებიკონტაქტი
LegalTools
ანგარიში იტვირთებაშესვლა
Legal.ge

საქართველოს იურიდიული პლატფორმა.

ჩამოტვირთეთ App Store-დანLegal.ge iPhone-ისთვის

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • ღია დავალებები
  • სერვისები
  • კანონები და კოდექსები
  • კომპანიები
  • ორგანიზაციები
  • ივენთები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • იურიდიული ბიბლიოთეკა
  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge+995 551 911 961გჭირდებათ იურისტი? იპოვეთ სპეციალისტი

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

სტატიებზე დაბრუნება
  1. ბლოგი
  2. ჩვენი საქმეები
  3. სპეციალისტის საქმეები
  4. ვახტანგ ბარამაშვილის საქმეები
  5. მეგი ბაქრაძე
  6. მეგი ბაქრაძის საქმე: ვაქცინაცია, გამოძიება და ოჯ…
თემის გზა
  1. ბლოგი
  2. ჩვენი საქმეები
  3. სპეციალისტის საქმეები
  4. ვახტანგ ბარამაშვილის საქმეები
  5. მეგი ბაქრაძე
  6. მეგი ბაქრაძის საქმე: ვაქცინაცია, გამოძიება და ოჯ…
წაიკითხეთ:English|Русский
მეგი ბაქრაძე

მეგი ბაქრაძის საქმე: ვაქცინაცია, გამოძიება და ოჯახის უნდობლობა

27 წლის ექთანი მეგი ბაქრაძე ახალციხეში „ასტრაზენეკათი“ აცრის შემდეგ სავარაუდო ანაფილაქსიური რეაქციით გარდაიცვალა. შსს-მ გამოძიება დაიწყო, თუმცა გარდაცვლილის ოჯახი გამოძიებას არ ენდობა და ალტერნატიულ ექსპერტიზას გეგმავს. საქმე ვაქცინაციის პროცესსა და შემდგომ რეაგირებაში არსებულ შესაძლო ხარვეზებზე აჩენს კითხვებს.
2 წთ·21 მარ 2021ვახტანგ ბარამაშვილი·Legal Sandbox Georgia
მეგი ბაქრაძის საქმე: ვაქცინაცია, გამოძიება და ოჯახის უნდობლობა

18 მარტს, ახალციხის კლინიკა „იმედში“, კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით ასაცრელად 10 პირი დარეგისტრირდა, მათ შორის იყო მეგი ბაქრაძეც. ვაქცინაციის პროცესს ესწრებოდა მედიაც. ექიმების თქმით, მას ჩივილები აცრიდან დაახლოებით 30-40 წუთში დაეწყო, რა დროსაც იგი დაყოვნების ოთახში იმყოფებოდა. მდგომარეობის დამძიმების შემდეგ იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ამ დროს ცნობილი გახდა რომ მისი თბილისში გადაყვანა იგეგმებოდა და კატასტროფის ბრიგადა თბილისიდან უკვე გამოძახებული იყო. პირველი ოფიციალური კომენტარი მეგი ბაქრაძის მდგომარეობასა და შესაძლო გამომწვევ მიზეზებთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინიტროში 17:30 წუთზე, ბრიფინგზე გაკეთდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ 27 წლის ქალს, კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრის შემდეგ, სავარაუდოდ ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა. ამავე ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ აღნიშნა, რომ „ასტრაზენეკას“ ანაფილაქსიური გვერდითი რეაქცია დაფიქსირებულია 5 მილიონიდან 41 შემთხვევაში, მაგრამ ამის გამო არცერთ ქვეყანას ვაქცინაცია არ შეუწყვეტია. ექიმების თქმით, ექთანს ყველა საჭირო პროცედურა მაშინვე ჩაუტარდა, მათ შორის გაუკეთდა “პროტოკოლით გათვალისწინებული წამლები”. სავარაუდო გვერდითი რეაქციის გამოვლენიდან რამდენიმე საათში, ექთანი კატასტროფის ბრიგადამ თბილისში, სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოიყვანა, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ოჯახის წევრები ამბობენ იმასაც, რომ პაციენტი თბილისში ტრანსპორტირებისას შესაძლოა უკვე გარდაცვლილიც იყო. (ყველაფერი, რაც 27 წლის ექთნის გარდაცვალებაზე (არ) ვიცით 23.03.2021, Sknews)
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების შემდეგ საქმის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო. უწყების ინფორმაციით საქმის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. სამართალდამცავებმა კლინიკიდან ყველა საჭირო დოკუმენტი უკვე ამოიღეს, მათ შორის ფლაკონიც, რომლითაც გარდაცვლილს კორონავისუსის ვაქცინა გაუკეთეს.
(რა (არ) ვიცით ექთან მეგი ბაქრაძის გარდაცვალების ამბავზე 21 მარტი, 2021)
გარდაცვლილი 27 წლის ექთნის ოჯახი არც გამოძიებას ენდობა. მათი ადვოკატის, ვახტანგ ბარამაშვილის ინფორმაციით ისინი ალეტარნატიული ექსპერტიზის ჩატარებას გეგმავენ

ვახტანგ ბარამაშვილი

ავტორის გვერდი

გაქვთ შეკითხვა ამ თემაზე? მიიღეთ პროფესიონალური კონსულტაცია.