LegalGELegalGE
ჩვენ შესახებსპეციალისტებისერვისებიტრენინგებიბლოგიკონტაქტი
...
Loading...
ჩვენ შესახებსპეციალისტებისერვისებიტრენინგებიბლოგიკონტაქტი
Loading...
LEGAL.GELEGAL.GE

საქართველოს პროფესიული მარკეტფლეისი.

სწრაფი ბმულები

  • ჩვენ შესახებ
  • სპეციალისტები
  • სერვისები
  • კომპანიები
  • ბლოგი
  • კონტაქტი

სამართლებრივი

  • კონფიდენციალურობა
  • წესები და პირობები
  • ქუქი-ფაილების პოლიტიკა

კონტაქტი

contact@legal.ge

+995 551 911 961

თბილისი, საქართველო

© 2026 Legal.ge. ყველა უფლება დაცულია.

Made with in Georgia

ბლოგი
სანივთო სამართალი

საკანონმდებლო შეცდომა სამოქალაქო კოდექსში ?

ია ხარაზი, ქეთევან კვინიკაძე, ჰუუბ ვილემსი და მზია თოდუა ეს იმ ავტორთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საზიარო უფლებების ადგილი არა კანონისმიერ ვალდებულებით სამართალში, არამედ სანივთო სამართალშია. ეს ავტორები თავიანთ ნაშრომებში საუბრობენ საზიარო უფლებების ადგილზე სანივთო სამართალში და თავის დამოკიდებულებასაც გამოხატავენ. ია ხარაზი და ქეთევან კვინიკაძე მიიჩნევენ, რომ საზიარო უფლებების, ადგილი სანივთო სამართალში განპირობებული უნდა იყოს იმით, რომ საზიარო უფლებები ასოცირდება სწორედ იმ უფლებებთა, რომელსაც საკუთრების უფლება ეწოდება. „ სათაური საზიარო უფლებები გარკვეულ გაუგებრობას იწვევს. როცა საუბარია უფლებებზე, ის ყოველთვის ასოცირდება საკუთრების უფლებასთან. ამას გარკვეული საფუძველი აქვს, ვინაიდან ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც საზიარო უფლებების მატარებელ სუბიექტს აქვს, მიეკუთვნება მესაკუთრის უფლებამოსილებას, კერძოდ: წილის ნატურით გამოყოფა, მართვა, განკარგვა და ა.შ.“
3 წთ·
საკანონმდებლო შეცდომა  სამოქალაქო კოდექსში ?

 მეცნიერთა ზემოთ აღნიშნული  მოსაზრებები ნამდვილად საინტერესოა, მაგრამ აქ ფიგურირებს ერთი საკითხი კერძოდ, საკუთრების უფლება წარმოიშობა, ხელშეკურლებიდან, შესაბამისად, საერთო საკუთრების დროს ურთიერთობა რეგულირდება ხელშეკრულებით. რაც შეეხება საზიარო უფლებებს, ის წარმოშობილია უშუალოდ კანონიდან, შესაბამისად, სწორედ ეს არის მთავარი განმაპირობებელი იმისა, რომ მას ადგილი დღეს კანონისმიერ ვალდებულებით სამართალში უკავია.

 მეცნიერები იმ მოსაზრებას, რომ საზიარო უფლებების ადგილი სანივთო სამართალშია ამყარებენ, სხვა  არგუმენტითაც. ისინი მოიაზრებენ, რომ საზაირო უფლებები უნდა იყოს სანივთო სამართალში, რადგან ადგენენ, აწესრიგებენ უძრავი ქონების მესაკუთრეების, თანამესაკუთრეების უფლებებს და მოავალეობებს. როგორც თავდაპირველად იქნა აღნიშნული, საზიარო უფლებები ადგენენ თანამესაკუთრეების უფლებებს და მოვალეობებს, მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს ურთიერთობა  არ იყო მოგვარებული ხელშეკრულებით და აქ უკვე საჭიროა საზიარო უფლებების კანონმდებლობით სარგებლობა.
  ასევე, საინტერესოა,  როდესაც პირებს საერთო ქონება აქვთ, რომელი სამართლებრივი ნორმებით  უნდა დარეგულირდეს მათი ურთიერთობა. ასეთ შემთხვევაში, აუცილებლობას წარმოადგენს ხელშეკრულება. მაგალითად, იჯარა - ამ შემთხვევაში აშკარაა, რომ აქ არსებობს ხელშეკრულება. შესაბამისად, აქ ვერ დარეგულირდება  მათი ურთიერთობა საზიარო უფლებებით, რადგან ის გამოიყენება მხოლოდ  მაშინ, როდესაც ხელშეკრულება არ არსებობს. თუმცა შესაძლებელია პრაქტიკიდან გამომდინარე რაიმე საკითხი ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყოს. სწორედ ამ შემთხვევაში უნდა იქნეს გამოყენებული საზიარო უფლებები. რადგან ეს კონკრეტული საკითხი არ არის მოწესრიგებული უშუალოდ ხელშეკურლებით, შესაბამისად, აქ - არანაირ დარღვევას ადგილი არ ექნება. აქედან გამომდინარე, საზიარო უფლებები გამოიყენება  სანივთო სამართალის ურთიერთობებში. ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 173-ე მუხლი ხშირ შემთხვევაში განიხილება ამავე კოდექსის 953, 954, 955 და 956-ე მუხლებთან ერთად. 
შესაბამისად, ეს ფაქტი კიდევ ერთი მანიშნებელია, იმის, რომ საზიარო უფლებები გამოიყენება სანივთო სამართალში. სიტყვა უფლება არის იმის განმაპირობებელი, რომ საზიარო უფლებები, კონკრეტულად სიტყვა უფლებები მეტწილად ასოცირდება საკუთრების უფლებასთან. ამას ასევე განაპირობებს საკუთრებასთან არსებული ის მსგავსი უფლებები და მოვალეობები, რომელიც საზიარო უფლების დროს პირებს გააჩნიათ. ამ მოსაზრების მიუხედავად, საზიარო უფლებების ადგილი კანონისმიერ ვალდებულებით სამართალშია და მისი არ ყოფნა სანივთო სამართალში არანაირ დისკომფორტს არ წარმოშობს. ამას განაპირობებს ის, რომ საზიარო უფლებები იდეალურად არეგულირებს საერთო საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, შესაბამისად, მას თავისი როლი აქვს სანივთო სამართალში, მაგრამ მას ასევე აქვს დიდი როლი უკავია კანონისმიერ-ვალდებულებით სამართალში.
   ასევე საინტერესოა ის, რომ მეცნიერთა ნაწილი, რომელიც მოიაზრებს, რომ სანივთო სამართალში უნდა ეკავოს ადგილი საზიარო უფლებებს და არა კანონისმიერ ვალდებულებით სამართალში, ისინი ნაკლებად განიხილავენ საზიარო უფლების ადგილს ერთდროულად სანივთო და კანონისმიერ ვალდებულბით სამართალში. ისინი ნაკლებად მოიაზრებენ იმას, რომ  საზიარო უფლებებს ადგილი ეკავოს კანონიმიერ ვალდებულებით სამართალში, მაგრამ ამავე დროს ის გარკვეულ-წილად საკუთრების ურთიერთობას აწესრიგებდეს, ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში და შესაბამისად ჰქონდეს ადგილი სანივთო სამართალში.
შესაბამისად, როგორც - ცნობილია, ვალდებულებითი სამართლის ერთ-ერთი დამახასიათებელი თვისებაა, რომ კრედიტორს თავისი ინტერესების დაკმაყოფილება შეუძლია მოვალის მიმართ მოთხოვნის შესრულებით. თუ ამ ყოველივეს ერთმანეთთან დაკავშირება მოხდება, გამოვა, რომ საზიარო უფლებებისთვის დამახასიათებელი წინაპირობა, რომელიც შესრულების მოთხოვნას გულისხმობს, პირდაპირ კანონისმიერ ვალდებულებით  სამართლის ხასიათს მოიცავს.
 შესაბამისად ამ ყოველივედან გამომდინარე, საზიარო უფლებები - ეს არის დიდი ცნება, რომელიც წარმოდგენილია, როგორც კანონისმიერვალდებულებით სამართალში, ისე სანივთო სამრთალში.

არ ხართ დარწმუნებული, სწორი სერვისია?

გვიამბეთ თქვენი სიტუაცია — ჩვენ სწორ მიმართულებას მოგცემთ.

აირჩიეთ სპეციალისტი
იპოვეთ თქვენთვის შესაფერისი ექსპერტი
ელ-ფოსტა
contact@legal.ge
ტელეფონი
+995 551 911 961
WhatsAppViber