ია ხარაზი, ქეთევან კვინიკაძე, ჰუუბ ვილემსი და მზია თოდუა ეს იმ ავტორთა მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ საზიარო უფლებების ადგილი არა კანონისმიერ ვალდებულებით სამართალში, არამედ სანივთო სამართალშია. ეს ავტორები თავიანთ ნაშრომებში საუბრობენ საზიარო უფლებების ადგილზე სანივთო სამართალში და თავის დამოკიდებულებასაც გამოხატავენ. ია ხარაზი და ქეთევან კვინიკაძე მიიჩნევენ, რომ საზიარო უფლებების, ადგილი სანივთო სამართალში განპირობებული უნდა იყოს იმით, რომ საზიარო უფლებები ასოცირდება სწორედ იმ უფლებებთა, რომელსაც საკუთრების უფლება ეწოდება. „ სათაური საზიარო უფლებები გარკვეულ გაუგებრობას იწვევს. როცა საუბარია უფლებებზე, ის ყოველთვის ასოცირდება საკუთრების უფლებასთან. ამას გარკვეული საფუძველი აქვს, ვინაიდან ის მოთხოვნები და უფლებები, რომლებიც საზიარო უფლებების მატარებელ სუბიექტს აქვს, მიეკუთვნება მესაკუთრის უფლებამოსილებას, კერძოდ: წილის ნატურით გამოყოფა, მართვა, განკარგვა და ა.შ.“