სერვისის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის აუდიტი არის ის სამუშაო, რომელიც ორგანიზაციას შემოწმებამდე აყენებს ფეხზე. საქართველოში მონაცემთა დაცვის სფეროში ზედამხედველობას ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური — ეს არის მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილი ორგანო, რომელსაც შეუძლია თქვენი შემოწმება როგორც საკუთარი ინიციატივით, ისე დაინტერესებული პირის განცხადების საფუძველზე, და შემოწმების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილებას გენერალური აუდიტორი იღებს. შემოწმება კი არა არის ფორმალობა: მის შედეგად შეიძლება დაივალდებოს დარღვევების გამოსწორება, დამუშავების შეწყვეტა, მონაცემთა დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან დეპერსონალიზაცია, აგრეთვე ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ჩვენი სერვისი აწყობილია სწორედ ამ რეალობაზე: ვამზადებთ ორგანიზაციას იმავე წერტილებზე შემოწმებით, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური უყურადებს.
რას ამოწმებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური
კანონი ზუსტად განსაზღვრავს შემოწმების შინაარსს. შემოწმება გულისხმობს მონაცემთა დამუშავების პრინციპების დაცვისა და მონაცემთა დამუშავების კანონიერი საფუძვლების არსებობის დადგენას; მონაცემთა უსაფრთხოების დაცვისთვის განხორციელებული ორგანიზაციული და ტექნიკური ღონისძიებებისა და პროცედურების კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმებას; მონაცემთა სხვა სახელმწიფოსა და საერთაშორისო ორგანიზაციისთვის გადაცემის კანონიერების შემოწმებას; და მონაცემთა დაცვისთვის დადგენილი წესებისა და მოთხოვნების დაცვის შემოწმებას. შემოწმებისას სამსახურს შეუძლია ნებისმიერი დაწესებულებისგან, ფიზიკური პირისგან ან იურიდიული პირისგან გამოითხოვოს დოკუმენტი ან ინფორმაცია — მათ შორის სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული ან პროფესიული საიდუმლოებების შემცველი — და შევიდეს ნებისმიერ დაწესებულებაში, გაეცნოს ნებისმიერ დოკუმენტს, მიუხედავად შენახვის ფორმისა.
მონაცემების მიწოდების ვადები
შემოწმებას თან ახლავს მკაცრი ვადები. მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული აღრიცხვის ინფორმაცია შესაბამისი მოთხოვნისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უნდა მიეწოდოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურს. ხოლო თუ მოთხოვნილი მასალის მოძიება სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში ხდება, ან ინფორმაცია მნიშვნელოვალი მოცულობისაა, დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი ან დამუშავებაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მასალა მიაწოდოს დაუყოვნებლივ, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა. დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ეს ვადა შესაძლებელია გაგრძელდეს, მაგრამ არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. აუდიტის მომზადებისას ჩვენ სწორედ ამას ვამოწმებთ: შეძლებს თუ არა თქვენი ორგანიზაცია ამ ვადებში დოკუმენტების შეგროვებას, თუ აღრიცხვა ასე აწყობილი არ არის, რომ მოთხოვნისას სწრაფად იქნეს წარდგენილი.

