„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
„სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე
Всегда актуальная правовая база
1.თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არის დადგენილი, სანოტარო აქტის ფორმით გარიგების დამოწმებისას, ამ ინსტრუქციის ზოგადი ნაწილით დადგენილი სავალდებულო პროცედურების გარდა, ნოტარიუსი ვალდებულია გამოითხოვოს ყველა დოკუმენტი და ინფორმაცია, რაც აუცილებელია: ა) გარიგების მხარეთა უფლებამოსილების დასადგენად; ბ) გარიგების საგნის უფლებრივი მდგომარეობის (ყადაღა, დატვირთვა, შეზღუდვა, აკრძალვა და სხვა) შესამოწმებლად; გ) საქართველოს კანონმდებლობით ან/და მხარეთა შეთანხმებით გარიგების ნამდვილობისათვის დადგენილი ყველა პროცედურის დაცულობის შესამოწმებლად.
2.საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ნოტარიუსი უფლებამოსილია დამატებით მოითხოვოს სანოტარო მოქმედებასთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც აუცილებელია გარიგების კანონიერების ან მხარის ინტერესების დაცვის უზრუნველ-საყოფად ან რაც გათვალისწინებულია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მეთოდური რეკომენდაციებით.
3.ნოტარიუსი არ არის ვალდებული შეამოწმოს ამ მუხლში მითითებული უფლებრივი მდგომარეობა, თუ გარიგების მონაწილე ყველა მხარე ათავისუფლებს ნოტარიუსს ამ ვალდებულებისაგან იმ საფუძვლით, რომ მათთვის ცნობილია უფლების უნაკლობის შესახებ. ამასთანავე, ნოტარიუსი ვალდებულია მხარეები გააფრთხილოს ამ ვალდებულების არარსებობისა და მისი შესაძლო შედეგების შესახებ და ამ გაფრთხილების შესახებ აღნიშნოს სანოტარო აქტში.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.