საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ
Статья 33^1. ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო და სტატისტიკური ფუნქციების შესრულების ინფორმაციული უზრუნველყოფა
1. ფულად-საკრედიტო და სტატისტიკური ფუნქციების შესრულების ინფორმაციული უზრუნველყოფის მიზნით ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისაგან მოითხოვოს მონეტარული, საფინანსო და საგარეო სექტორების სტატისტიკების წარმოებისათვის საჭირო სტატისტიკური და საბუღალტრო ანგარიშგება, აგრეთვე სხვა აუცილებელი ინფორმაცია.
2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისაგან მოითხოვოს კონფიდენციალური ინფორმაცია ექსკლუზიურად სტატისტიკური ფუნქციების შესასრულებლად. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. თავი V. გადახდის საშუალებები
