1.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკსა და მიკრობანკზე, ამ კანონის 31-ე მუხლით ნებადართული სესხების გარდა, გასცეს ბოლო ინსტანციის სესხი.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ბოლო ინსტანციის სესხის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს, ხოლო საპროცენტო განაკვეთი უნდა იყოს ეროვნული ბანკის მიერ ამ კანონის 31-ე მ უხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სესხებისთვის დადგენილ საპროცენტო განაკვეთებზე მეტი და უზრუნველყოფილი უნდა იყოს ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ დადგენილი აქტივებით.
