1.საქართველოს ფულის ერთეულია „ლარი“. ლარი შედგება 100 „თეთრისაგან“.
2.ლარი არის გადახდის ერთადერთი კანონიერი საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე, გარდა თავისუფალი ინდუსტრიული ზონებისა , თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებისა ან/და ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრული შემთხვევებისა. 2 1 . მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან / და მომსახურების გაწევის შეთავაზებისას ან / და რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით . 2 2 . ამ მუხლის 2 1 პუნქტით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესი შესაძლებელია დადგინდეს ეროვნული ბანკის შესაბამისი სამართლებრივი აქტით . 2 3 . საქართველოს ტერიტორიაზე ნაღდი ფორმით ანგარიშსწორება ხდება თანხის დამრგვალების პრინციპის საფუძველზე. თანხის დამრგვალების პრინციპი გულისხმობს თანხის მეტობით ან ნაკლებობით, უახლოეს 5-ის ჯერად რიცხვამდე დამრგვალებას. 2 4 . თანხის დამრგვალების მეთოდი და მისი გამოყენების წესი დგინდება ეროვნული ბანკის საბჭოს სამართლებრივი აქტით.
3.ეროვნული ბანკის მიერ მიმოქცევაში გაშვებული ან რეალიზებული ლარის ბანკნოტები და მონეტები არის ეროვნული ბანკის უპირობო ვალდებულება ნომინალური ღირებულებით, გარდა იმ ბანკნოტებისა და მონეტებისა , რომლებიც ამოღებულია მიმოქცევიდან ან/და განეკუთვნება ნუმიზმატიკურ ფასეულობას. საქართველოს 2010 წლის 23 მარტის ორგანული კანონი №2828 - სსმ I, №19, 13.04.2010 წ., მუხ.102 საქართველოს 2010 წლის 12 ოქტომბრის ორგანული კანონი №3702 - სსმ I, №56, 20.10.2010 წ., მუხ.363 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის ორგანული კანონი №5001 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 29 დეკემბრის ორგანული კანონი № 238 - ვებგვერდი, 13.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის ორგანული კანონი №3313 – ვებგვერდი, 31.07.2018წ.

