1.
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.რეზოლუციის რეჟიმის სწრაფად დასასრულებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული ახალი აქციები შესთავაზოს ამ კომერციული ბანკის აქციონერებს, თუ ისინი აკმაყოფილებენ აქციონერებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შესაფერისობის კრიტერიუმებს და მათ არ დაურღვევიათ ეროვნული ბანკის მოთხოვნები და მითითებები. თუ ეროვნული ბანკი რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერებს არ შესთავაზებს ამ კომერციული ბანკის მიერ გამოშვებულ ახალ აქციებს, მათ არ ექნებათ აღნიშნული აქციების უპირატესი შესყიდვის ან სხვაგვარად შესყიდვის უფლება.
3.რეზოლუციის იმ პრინციპიდან გამომდინარე, რომ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის აქციონერები და საზედამხედველო კაპიტალის სხვა ინსტრუმენტების მფლობელები იღებენ პირველად ზარალს, ამ კომერციული ბანკის მიერ ახალი აქციების გამოშვებამდე ეროვნულმა ბანკმა უნდა განახორციელოს აღნიშნული კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის ინსტრუმენტების ჩამოწერა ან აქციებში კონვერტაცია ამ კანონის 37 4 მუხლის შესაბამისად.
4.ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს კომერციული ბანკის ახალი აქციების გამოშვებით რეკაპიტალიზაციის პირობები, აგრეთვე კაპიტალში მათი შენატანების განხორციელების ვადა, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 სამუშაო დღეს. აღნიშნული შენატანები სრულად უნდა განაღდდეს. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, ამ ვალდებულების შესრულების ვადა შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 10 დღით. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5655 – ვებგვერდი, 31.12.2019წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.