საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
2.ამხანაგობის წილის მფლობელი ვალდებულია ამხანაგობიდან მისთვის მიკუთვნებული მოგების წილი (შემოსავალი) შეიტანოს შესაბამისი საანგარიშო პერიოდის ერთობლივ შემოსავალში.
3.ამხანაგობა ვალდებულია ამ კოდექსის 154-ე მუხლის შესაბამისად გადახდის წყაროსთან დაბეგროს მისი წილის მფლობელი ფიზიკური პირისათვის (პირი, რომელიც არ არის დარეგისტრირებული ინდივიდუალურ მეწარმედ ან/და დღგ-ის გადამხდელად) განაწილებული შემოსავალი.
4.ამხანაგობის წევრს უფლება აქვს, ამ მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად მისთვის გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადი ჩაითვალოს წლის განმავლობაში მიღებული ერთობლივი შემოსავლის დაბეგვრისას გადასახდელი გადასახადების თანხაში.
5.ამხანაგობის ზარალი მიეკუთვნება მის მფლობელებს მათი წილის შესაბამისად. ამასთანავე, ამხანაგობის ზარალი მის მფლობელებზე არ ნაწილდება და მფლობელის ერთობლივი შემოსავლიდან არ გამოიქვითება.
6.ამხანაგობის მფლობელის წილი ზარალი შეიძლება გამოიქვითოს მხოლოდ ამ ამხანაგობაში მისი წილი დასაბეგრი მოგების (მომავალი წლის/წლების) ხარჯზე. ზარალის გადატანა ხორციელდება ამ კოდექსის 121-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილი წესით.
7.ამხანაგობის ზარალი, რომელიც მის მფლობელს მიეკუთვნება, ამ მფლობელის მიერ სხვა ამხანაგობაში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგების ხარჯზე არ გამოიქვითება.
8.ამხანაგობის მიერ მისი წევრისათვის წილის სანაცვლოდ საქონლის/მომსახურების მიწოდება საქონლის/მომსახურების უსასყიდლოდ მიწოდებად არ ითვლება.
9.ამ მუხლის მე-2 და მე-5−მე-7 ნაწილების დებულებები არ ვრცელდება ამხანაგობის წევრზე, რომელიც მოგების გადასახადით იბეგრება ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული დაბეგვრის ობიექტების მიხედვით.
10.ტურისტული საწარმოს მიერ ფიზიკური პირისაგან შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს აქტივების/მათი ნაწილის მიღება, სასტუმრო ნომრებად/აპარტამენტებად გამოყენება და სასტუმროს ფუნქციონირების ორგანიზება ამ კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ამხანაგობად არ ითვლება. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2016 წლის 13 მაისის კანონი №5092 - ვებგვერდი, 01.06.2016წ. საქართველოს 2018 წლის 30 მაისის კანონი №2391 – ვებგვერდი, 12.06.2018წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.