1.საბანკო დაწესებულება ვალდებულია, პირველ რიგში, შეასრულოს გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება გადასახადის გადახდის თაობაზე და საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება საბანკო ანგარიშიდან გადასახადის თანხის ჩამოწერის თაობაზე შემდეგი თანამიმდევრობით: ა) საგადასახადო ორგანოს საინკასო დავალება; ბ) გადასახადის გადამხდელის საგადახდო დავალება. 1 1 . ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საბანკო დაწესებულების ვალდებულება არ ზღუდავს პირის უფლებას, საინკასო დავალების სრულად შესრულებამდე ან ნაწილობრივ შესრულების შემდეგ განკარგოს საინკასო დავალების გაუნაღდებელი თანხის ზემოთ არსებული ფულადი სახსრები.
2.პირის საბანკო ანგარიშზე თანხის არსებობის შემთხვევაში საბანკო დაწესებულება საგადახდო ან საინკასო დავალებას ასრულებს არაუგვიანეს აღნიშნული დავალების მიღების დღის მომდევნო საოპერაციო დღისა, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. საინკასო დავალების მომსახურების ხარჯების ანაზღაურება გადასახადის გადამხდელს ეკისრება.
3.თუ პირის საბანკო ანგარიშზე არსებული თანხა არასაკმარისია საგადახდო ან საინკასო დავალების შესასრულებლად, მათი შესრულება ხორციელდება ამ ანგარიშზე თანხის ჩარიცხვიდან არა უგვიანეს მომდევნო საოპერაციო დღისა. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2023 წლის 22 თებერვლის კანონი №2626 – ვებგვერდი, 10.03.2023წ.




