საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Статья 99. გადასახადისაგან გათავისუფლება
1. მოგების გადასახადისაგან თავისუფლდება: ა) (ამოღებულია - 30.05.2018, №2391) ; ბ) (ამოღებულია - 30.05.2018, №2391) ; გ) (ამოღებულია - 30.05.2018, №2391) ; გ 1 ) (ამოღებულია - 30.05.2018, №2391) ; დ) საქართველოს საპატრიარქოს მიერ რელიგიური დანიშნულებით გამოყენებული ჯვრების, სანთლების, ხატების, წიგნებისა და კალენდრების რეალიზაციით მიღებული მოგება; ე) 2018 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება; ვ) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის სამრეწველო გადამუშავებამდე (სასაქონლო კოდის შეცვლამდე) პირველადი მიწოდებით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით; ზ) (ამოღებულია - 28.06,2019, №4906) ; თ) (ამოღებულია - 28.06,2019, №4906) ; ი) (ამოღებულია - 23.12.2017, №1935) ; კ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე; ლ) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას არ მიეკუთვნება; მ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით და ამ ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული მოგება ან მოგების განაწილება და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული მოგება ან მოგების განაწილება. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; მ 1 ) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას; მ 2 ) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას; მ 3 ) არარეზიდენტის მიერ რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში ამ არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას; ნ) თიზ-ის საწარმოს მიერ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით; ო) (ამოღებულია - 28.06,2019, №4906) ; პ) (ამოღებულია - 30.05.2018, №2391) ; ჟ) ვირტუალური ზონის იურიდიული პირის მიერ შექმნილი საინფორმაციო ტექნოლოგიების საქართველოს ფარგლების გარეთ მიწოდებით მიღებული მოგება (მოგების განაწილება); რ) 2026 წლის 1 იანვრამდე ტურისტული ზონის მეწარმე სუბიექტის მიერ სასტუმრო მომსახურების გაწევით მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით; ს) აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობი პირის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება; ტ) სპეციალური სავაჭრო კომპანიის მიერ ნებადართული საქმიანობიდან მიღებული მოგების (გარდა მის მიერ ეკონომიკურ საქმიანობაში 2 წელზე მეტი ვადით გამოყენებული ძირითადი საშუალების მიწოდებით მიღებული მოგებისა) განაწილება; უ) (ამოღებულია - 30.05.2018, №2391) ; ფ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული მოგების განაწილება; ქ) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურებით მიღებული მოგების განაწილება; ღ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს მიერ ამავე მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება და ამავე საქმიანობის ფარგლებში გაწეული ხარჯები/განხორციელებული განაცემები, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 97-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“−„დ“ ქვეპუნქტებით, – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით); ყ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ლიცენზირებული ფინანსური ინსტიტუტისგან მიღებული პროცენტებიდან მიღებული მოგების განაწილება; შ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ ამ კოდექსის 24 2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული მოგების განაწილება. შენიშვნა: ამ ნაწილის „მ 1 “–„მ 3 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასესხო/წილობრივი ფასიანი ქაღალდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებამდეა სავაჭროდ დაშვებული ორგანიზებულ ბაზარზე. ამასთანავე, აღნიშნული შეღავათი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული ბაზრის აღიარების თარიღიდან.
