საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Только для информации — не юридическая консультация.
1. საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება ფიზიკურ პირთა შემოსავლების შემდეგი სახეები: ა) არარეზიდენტის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ დაწესებულებებში დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავლები; ბ) მიღებული გრანტი, სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია, სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია, სახელმწიფო სტიპენდია, დახმარებებისა და ერთჯერადი გასაცემლების მიზნით ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ან/და ბიუჯეტის სარეზერვო ფონდებიდან მიღებული თანხები; ბ 1 ) სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო ( არაკომერციული ) იურიდიული პირიდან საქველმოქმედო საქმიანობის ფარგლებში მიღებული სარგებელი ; ბ 2 ) მკურნალობის ან/და სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფინანსებლად საქველმოქმედო ორგანიზაციიდან მიღებული სარგებელი; ბ 3 ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე განხორციელებული საპენსიო შენატანი, მასზე დარიცხული სარგებელი და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე−34-ე მუხლების შესაბამისად გასაცემი პენსია/საპენსიო აქტივები, გარდა: ბ 3 .ა) საპენსიო შენატანის შეცდომით ან ზედმეტად განხორციელების შემთხვევაში დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილისთვის/ფიზიკური პირისთვის დასაბრუნებელი, შეცდომით ან ზედმეტად განხორციელებული საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა; ბ 3 .ბ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასული დასაქმებულისთვის დასაბრუნებელი საპენსიო შენატანის ოდენობის შესაბამისი თანხისა და მასზე დარიცხული სარგებლისა; ბ 3 .გ) „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 34 1 მუხლის შესაბამისად დაგროვებითი საპენსიო სქემის მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მისთვის დასაბრუნებელი საპენსიო აქტივების შესაბამისი თანხისა. შენიშვნა: ამ ნაწილის „ბ 3 .ა“, „ბ 3 .ბ“ და „ბ 3 .გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაბამისი თანხა იბეგრება ამ კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით; ბ 4 ) ნებაყოფლობით კერძო საპენსიო სქემაში: ბ 4 .ა) მონაწილის მიერ ან/და მის სასარგებლოდ წლის განმავლობაში ჯამურად 6 000 ლარამდე განხორციელებული საპენსიო შენატანი; ბ 4 .ბ) მონაწილის მიერ საპენსიო სქემაში მონაწილეობის შედეგად მიღებული სარგებელი, გარდა „ნებაყოფლობითი კერძო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული შემთხვევების დადგომამდე საპენსიო აქტივების გატანის შემთხვევისა; ბ 4 .გ) მონაწილის მიერ საპენსიო ასაკის მიღწევისას, ვადაზე ადრე პენსიაზე გასვლისას ან მისი შესაძლებლობის შეზღუდვისას მონაწილის პირად საპენსიო ანგარიშზე აღრიცხული საპენსიო აქტივები პროგრამული გატანით ან ანუიტეტის ფორმით მიღებისას. ამასთანავე, პენსიის ერთიანი გადახდის შემთხვევაში, გარდა ბენეფიციარის მიერ პენსიის გატანისა, დაბეგვრას ექვემდებარება ამ ნაწილის „ბ 4 .ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის ფარგლებში განხორციელებული საპენსიო შენატანები ამ კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული განაკვეთით; გ) ოლიმპიურ თამაშებში, საჭადრაკო ოლიმპიადებში, მსოფლიო ან/და ევროპის ჩემპიონატებში, ევროპის თამაშებში, მსოფლიოს ახალგაზრდულ ოლიმპიურ თამაშებში ან/და ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალებში გამარჯვებისათვის ან/და საპრიზო ადგილების დაკავებისათვის სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელების, აგრეთვე საქართველოს ნაკრები გუნდების საექიმო პერსონალის მიერ მიღებული ფულადი და სხვა სახის ჯილდოები, აგრეთვე საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილებით სპორტის ინდივიდუალურ ოლიმპიურ, არაოლიმპიურ და ცალკეულ სათამაშო სახეობებში სპორტსმენებისა და მათი მწვრთნელებისათვის, აგრეთვე საექიმო პერსონალისათვის დაწესებული სხვა ფულადი პრიზები; დ) ალიმენტი; ე) განქორწინების საფუძველზე მიღებული ქონების ღირებულება (შემოსავალი); ვ) ფიზიკური პირის მიერ: ვ.ა) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი ბინის (სახლის) მასზე დამაგრებული მიწით რეალიზაციით მიღებული ნამეტი; ვ.ბ) საკუთრების უფლების რეგისტრაციიდან 6 თვეზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალების რეალიზაციით მიღებული ნამეტი; ვ.გ) 2 წელზე მეტი ვადით საკუთრებაში არსებული აქტივის მიწოდებით მიღებული ნამეტი, გარდა გამსხვისებლის მიერ აქტივის მიწოდებამდე ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების ან/და ამ ქვეპუნქტის „ვ.ა“ და „ვ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შენიშვნა: ამ ქვეპუნქტის მიზნისთვის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენებად არ განიხილება ფასიანი ქაღალდის/წილის მხოლოდ ფლობა დივიდენის/პროცენტის მიღების მიზნით. ამასთანავე, აქტივის ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენება მხედველობაში არ მიიღება, თუ მისი ეკონომიკურ საქმიანობაში გამოყენების დასრულების მომენტიდან მის მიწოდებამდე გასულია 2 წელი; ზ) საგადასახადო წლის განმავლობაში I და II რიგის მემკვიდრეების მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება; თ) საგადასახადო წლის განმავლობაში 1000 ლარამდე ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულება, გარდა დაქირავებულის მიერ დამქირავებლისაგან ჩუქებით მიღებული ქონების ღირებულებისა; ი) საგადასახადო წლის განმავლობაში III და IV რიგის მემკვიდრეების მიერ 150 000 ლარამდე ღირებულების, ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება; კ) (ამოღებულია - 15.12.2022, №2400) ; კ 1 ) 2030 წლის 1 აპრილამდე ფიზიკური პირის (დონორის) მიერ სისხლის ან სისხლის კომპონენტის გაღებისთვის გაცემული ფულადი ანაზღაურება; ლ) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული პირის მიერ საქართველოში წარმოებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის პირველადი მიწოდებით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი, თუ კალენდარული წლის განმავლობაში ასეთი მიწოდებით მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება; მ) ქონების (გარდა სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონებისა) პრივატიზების წესით (მათ შორის, უსასყიდლოდ) მიღების შედეგად, აგრეთვე მიწისძვრითა და სხვა სტიქიური მოვლენებით დაზარალებულთა მიერ დაზიანებული ბინების სანაცვლოდ იმავე დასახლებულ პუნქტში ან ეკომიგრანტთა მიერ სხვა დასახლებულ პუნქტში ბინების უსასყიდლოდ მიღების შედეგად წარმოშობილი სარგებელი; მ 1 ) „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად საკუთრების უფლების აღიარების შედეგად წარმოშობილი სარგებელი; ნ) დროებითი საცხოვრებელი ადგილის სანაცვლოდ ლტოლვილის, დამატებითი დაცვის მქონე პირის ან იძულებით გადაადგილებული ფიზიკური პირის მიერ პრივატიზების პროგრამის ფარგლებში მიღებული კომპენსაციები, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთათვის – დევნილთათვის სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების ღირებულება და ამ ქონების თავდაპირველი რეალიზაციით მიღებული შემოსავალი; ო) (ამოღებულია - 14.07.2020, №6817) . პ) (ამოღებულია - 28.06,2019, №4906) . ჟ) (ამოღებულია - 23.12.2017, №1935) ; რ) არარეზიდენტის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავალი საწარმოს, ორგანიზაციის ან/და მეწარმე ფიზიკური პირის მიერ რისკის დაზღვევისა და გადაზღვევის საფუძველზე; ს) არარეზიდენტის მიერ ქონების ლიზინგით გაცემიდან მიღებული შემოსავალი, რომელიც არ მიეკუთვნება საქართველოში არარეზიდენტის მუდმივ დაწესებულებას; ტ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდებიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; უ) სახელმწიფოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს, აგრეთვე საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის სასესხო ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული ნამეტი შემოსავალი და საქართველოს ეროვნულ ბანკში ანგარიშებზე განთავსებულ სახსრებზე დარიცხული პროცენტებიდან მიღებული შემოსავალი. საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სია განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით; უ 1 ) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი; უ 2 ) 2028 წლის 1 იანვრამდე რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდიდან პროცენტის სახით მიღებული შემოსავალი; უ 3 ) რეზიდენტი იურიდიული პირის მიერ საქართველოში საჯარო შეთავაზების გზით გამოშვებული და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებულ ორგანიზებულ ბაზარზე სავაჭროდ დაშვებული წილობრივი ფასიანი ქაღალდის მიწოდებით მიღებული შემოსავალი; ფ) რეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი (მათ შორის, სარგებელი), რომელიც არ განეკუთვნება საქართველოში არსებული წყაროდან მიღებულ შემოსავალს; ქ) დამქირავებლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მოსამსახურისთვის, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის იმ მოსამსახურისთვის ან იმ სამხედრო მოსამსახურისთვის მიცემული შესაბამისი დახმარება, რომელიც თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დასახიჩრდა ან რომელსაც ამ მოვალეობის შესრულებისას შესაძლებლობა შეეზღუდა, აგრეთვე აღნიშნული პირის დაღუპვის შემთხვევაში მისი დამქირავებლის მიერ ამ პირის ოჯახისთვის (მისი მემკვიდრისთვის) მიცემული დახმარება; ღ) ლატარიიდან მიღებული მოგება, რომლის ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს; ყ) ამხანაგობის მიერ თავისი წევრისთვის (თანამფლობელისთვის) ქონების გადაცემით მიღებული შემოსავალი, თუ ამხანაგობის წევრები მხოლოდ ფიზიკური პირები არიან, ამხანაგობის წევრთა შემადგენლობა არ შეცვლილა ამხანაგობის დაფუძნებიდან ქონების გადაცემის (განაწილების) მომენტამდე და ამხანაგობა განაწილების მომენტისათვის არ არის დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელი. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის ამხანაგობის წევრის გარდაცვალებისას ამხანაგობის წევრის წილის მემკვიდრეზე გადასვლა ან „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ამხანაგობის წევრის წილის რეალიზაცია არ განიხილება ამხანაგობის წევრთა შემადგენლობის ცვლილებად; შ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ ხელფასის სახით მიღებული შემოსავალი, თუ დაქირავებით მუშაობა ხორციელდება საქართველოს ტერიტორიაზე საგადასახადო წლის განმავლობაში არა უმეტეს 30 კალენდარული დღისა და შემოსავლის (ხელფასის) გადამხდელი არის არარეზიდენტი დამქირავებელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი ხარჯი მიეკუთვნება არარეზიდენტის მუდმივი დაწესებულების ხარჯებს, მიუხედავად იმისა, ეს ხარჯი ამ მუდმივი დაწესებულების მიერ არის გადახდილი თუ არა; ჩ) საწარმოს ლიკვიდაციის ან კაპიტალის შემცირების გზით ამ საწარმოს პარტნიორ ფიზიკურ პირზე წილის სანაცვლოდ უძრავი ქონების საკუთრებაში გადაცემით მიღებული ნამეტი, თუ საწარმოს წილზე ფიზიკური პირის საკუთრების უფლების წარმოშობიდან გასულია 2 წელზე მეტი; ც) 2028 წლის 1 იანვრამდე სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში დასაქმებული ფიზიკური პირის მიერ ამ საქმიანობის ფარგლებში გაცემული ხელფასი, თუ დამქირავებლის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული ერთობლივი შემოსავალი 200 000 ლარს არ აღემატება; ძ) აზარტული კლუბის, ტოტალიზატორის მომწყობის მიერ აღნიშნული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი; ძ 1 ) უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ აზარტულ თამაშობებში ან/და სისტემურ-ელექტრონული ფორმით ორგანიზებულ ტოტალიზატორის თამაშობებში მონაწილეობის შედეგად მიღებული მოგება და სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან გატანილი თანხა; წ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში დადგენილი წესით რეგისტრირებული პირის (რომელიც იღებს საარსებო შემწეობას, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დასახიჩრებული პირის, ასევე ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაღუპული პირის ოჯახის წევრის მიერ საქველმოქმედო ორგანიზაციისგან უსასყიდლოდ მიღებული ქონების ღირებულება; ჭ) ადმინისტრაციული ორგანოს (დამქირავებლის) მიერ თანამშრომლისთვის (დაქირავებულისთვის) უძრავი ქონების სასყიდლით ან უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემით მიღებული სარგებელი; ჭ 1 ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ თანამშრომლისთვის სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას პირად მფლობელობაში არსებული ავტომობილისათვის განკუთვნილი საწვავის უსასყიდლოდ გადაცემით მიღებული სარგებელი; ხ) ამ კოდექსის 249-ე მუხლით გათვალისწინებული თავდებობის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული თავდებობის, აგრეთვე სერვიტუტის უსასყიდლო მომსახურების გამწევის მიერ ამ მომსახურებიდან მისაღები კომპენსაცია და უსასყიდლო მომსახურების მიმღების მიერ მიღებული სარგებელი; ჯ) ტურისტული საწარმოს მიერ ან/და მის მიერ ხელშეკრულების საფუძველზე სასტუმროს ფუნქციონირებისთვის/ოპერირებისთვის მოწვეული პირის/პირების მიერ სასტუმრო ნომრის მესაკუთრისათვის კალენდარული წლის განმავლობაში არა უმეტეს 60 დღის ვადით სასტუმროს მომსახურების (სასტუმროში ცხოვრების) უსასყიდლოდ გაწევის შედეგად სასტუმრო ნომრის მესაკუთრის მიერ მიღებული სარგებელი; ჯ 1 ) მაღალმთიან დასახლებაში ან ისეთ დასახლებაში, სადაც ნოტარიუსის თანამდებობაზე დანიშვნის მომენტისათვის სანოტარო მომსახურება სათანადოდ ხელმისაწვდომი არ იყო, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, ნოტარიუსის მიერ სსიპ – საქართველოს ნოტარიუსთა პალატისაგან ფინანსური დახმარების სახით მიღებული შემოსავალი; ჰ) „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გაკოტრების რეჟიმის გახსნის შემდეგ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირის მიერ მიღებული შემოსავალი; ჰ 1 ) ფიზიკური პირის მიერ გაკოტრების რეჟიმში მყოფი პირისგან დაქირავებით მუშაობით მიღებული შემოსავალი; ჰ 2 ) საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის შესაბამისად ჩამორთმეული საკუთრების სანაცვლო ანაზღაურება; ჰ 3 ) მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მქონე მეწარმე ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობით მიღებული შემოსავალი – შესაბამისი სტატუსის მინიჭებიდან 10 კალენდარული წლის განმავლობაში (სტატუსის მინიჭების კალენდარული წლის ჩათვლით); ჰ 4 ) მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურის მფლობელი საცალო მომხმარებლის მიერ წარმოებული ჭარბი ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიატისათვის მიწოდებით მიღებული შემოსავალი; ჰ 5 ) სპეციალური საწარმოს სტატუსის მქონე პირის მიერ ამ კოდექსის 24 2 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობიდან მიღებული შემოსავალი. შენიშვნა: ამ ნაწილის „უ 1 “–„უ 3 “ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი გამოიყენება იმ შემთხვევაშიც, თუ სასესხო/წილობრივი ფასიანი ქაღალდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ აღიარებამდეა სავაჭროდ დაშვებული ორგანიზებულ ბაზარზე. ამასთანავე, აღნიშნული შეღავათი მოქმედებს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებული ბაზრის აღიარების თარიღიდან.
2. საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება: ა) შემდეგ ფიზიკურ პირთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 3000 ლარამდე: ა.ა) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების ვეტერანი და სხვა სახელმწიფოთა ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების ვეტერანი საქართველოს მოქალაქეების; ა.ბ) პირის, რომელსაც მინიჭებული აქვს „ქართვლის დედის“ საპატიო წოდება; ა.გ) მარტოხელა მშობლის; ა.დ) პირის, რომელმაც იშვილა ბავშვი (შვილად აყვანიდან 1 წლის განმავლობაში); ა.ე) პირის, რომელმაც მინდობით აღსაზრდელად აიყვანა ბავშვი; ა.ვ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები სამ- ან მეტშვილიანი პირის (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის სამი ან სამზე მეტი შვილი) მიერ მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი. მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრებ ერთ- ან ორშვილიან პირს (რომლის კმაყოფაზეა 18 წლამდე ასაკის ერთი ან ორი შვილი) მაღალმთიან დასახლებაში საბიუჯეტო ორგანიზაციიდან კალენდარული წლის განმავლობაში ხელფასის სახით მიღებულ 3 000 ლარამდე დასაბეგრ შემოსავალზე გადასახდელი საშემოსავლო გადასახადი 50 პროცენტით უმცირდება; ბ) ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6 000 ლარამდე; ბ 1 ) იმ პირის მიერ, რომელმაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის ოპერაციაში ან სხვა სახის სამშვიდობო საქმიანობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი; გ) მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მქონე პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში საქმიანობით კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული 6 000 ლარამდე დასაბეგრი შემოსავალი, გარდა საბიუჯეტო ორგანიზაციიდან და სახელმწიფოს მიერ ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სამედიცინო დაწესებულებიდან ხელფასის სახით მიღებული შემოსავლისა.
3. თუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საშემოსავლო გადასახადის გადამხდელს წარმოექმნება ერთზე მეტი საგადასახადო შეღავათის უფლება, მასზე გავრცელდება მათგან ერთი, უმაღლესი შეღავათი.
4. ამ მუხლის მიზნებისათვის: ა) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება: ა.ა) მარეგისტრირებელ ორგანოში საკუთრების უფლების რეგისტრაციის მიზნით საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის შედგენის თარიღიდან; მარეგისტრირებელ ორგანოში უფლებრივად ერთ საგნად რეგისტრირებული აქტივის გაყოფის შემთხვევაში მიღებული აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადა აითვლება გაყოფამდე არსებული აქტივის საკუთრებაში ფლობის თარიღიდან; ა.ბ) თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია, – საკუთრების უფლების წარმოშობის მომენტიდან; ა 1 ) აქტივის საკუთრებაში ფლობის 2-წლიანი ვადის მიზნებისთვის გაითვალისწინება ფიზიკური პირის მიერ და იმ მამკვიდრებლის/მჩუქებლის საკუთრებაში ფლობის ვადა ჯამურად, რომლის I რიგის მემკვიდრეც არის ეს ფიზიკური პირი; ა 2 ) აქტივის მიწოდების, მათ შორის, რეალიზაციის მომენტად მიიჩნევა საკუთრების დამადასტურებელი იმ დოკუმენტის შედგენის თარიღი, რომლის საფუძველზედაც ხორციელდება მარეგისტრირებელ ორგანოში სხვა პირისთვის საკუთრების უფლების გადაცემის რეგისტრაცია. ხოლო, თუ არ ხდება საკუთრების უფლების მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაცია − საკუთრების უფლების გადაცემის მომენტი; ბ) აქტივის „რეალიზაციით მიღებული ნამეტი“ იანგარიშება, როგორც: ბ.ა) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და მასზე საკუთრების უფლების წარმოშობისას მისი შეძენის ფასს შორის; ბ.ბ) სხვაობა აქტივის მიწოდების ფასსა და უსასყიდლოდ მიღების მომენტში მის საბაზრო ფასს შორის, თუ აქტივზე საკუთრების უფლება უსასყიდლოდ იყო მიღებული. გ) ქონების ჩუქებისას ან/და ანდერძით მემკვიდრეობისას I, II, III და IV რიგის მემკვიდრეებად ითვლებიან შემდეგი პირები: გ.ა) I რიგის მემკვიდრეებად − მეუღლე, შვილი, ნაშვილები, შვილიშვილი, შვილიშვილის შვილი და მისი შვილი, მშობელი და მშვილებელი; გ.ბ) II რიგის მემკვიდრეებად − და, ძმა, დისწული, ძმისწული და მათი შვილები; გ.გ) III რიგის მემკვიდრეებად − ბებია და პაპა, ბებიის დედ-მამა და პაპის დედ-მამა, როგორც დედის, ისე მამის მხრიდან; გ.დ) IV რიგის მემკვიდრეებად − ბიძა (დედის ძმა და მამის ძმა), დეიდა და მამიდა.
5. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საგადასახადო წლის მიხედვით გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავალზე შეღავათის გამოყენების წესს ადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3882-სსმI, №72, 22.12.2010წ., მუხ.428 საქართველოს 2010 წლის 17 დეკემბრის კანონი №4114-სსმI, №76,29.12.2010წ., მუხ.506 საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4935 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ივნისის კანონი №4963 - ვებგვერდი, 30.06.2011წ. საქართველოს 2011 წლის 8 ნოემბრის კანონი №5202 - ვებგვერდი, 22.11.2011წ. საქართველოს 2011 წლის 6 დეკემბრის კანონი №5371 - ვებგვერდი, 20.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 9 დეკემბრის კანონი №5452 - ვებგვერდი, 22.12.2011წ. საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ. საქართველოს 201 2 წლის 13 მარტის კანონი №5 7 91 – ვებგვერდი, 23.0 3 .2012წ. საქართველოს 201 2 წლის 24 აპრილის კანონი №6053 – ვებგვერდი, 27.04.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6211 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2012 წლის 5 ივნისის კანონი №6395 - ვებგვერდი, 19.06.2012წ. საქართველოს 2012 წლის 12 ივნისის კანონი №64 46 – ვებგვერდი, 25 .0 6 .2012წ. საქართველოს 2012 წლის 19 ივნისის კანონი №6 502 – ვებგვერდი, 02 .0 7 .2012წ. საქართველოს 2013 წლის 30 ივლისის კანონი №906 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1046 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1886 - ვებგვერდი, 30.12.2013წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2950 - ვებგვერდი, 23.12.2014წ. საქართველოს 2014 წლის 12 დეკემბრის კანონი №2946 - ვებგვერდი, 24.12.2014წ. საქართველოს 2015 წლის 8 ივლისის კანონი №3942 - ვებგვერდი, 15.07.2015წ. საქართველოს 2015 წლის 16 ივლისის კანონი №4037 - ვებგვერდი, 28.07 .2015წ. საქართველოს 2015 წლის 10 დეკემბრის კანონი №4611 - ვებგვერდი, 22.12.2015წ. საქართველოს 2015 წლის 16 დეკემბრის კანონი №4647 - ვებგვერდი, 25.12.2015წ. საქართველოს 2015 წლის 18 დეკემბრის კანონი №4680 - ვებგვერდი, 29.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 4 მარტის კანონი №4842 - ვებგვერდი, 09.03.2016წ. საქართველოს 2016 წლის 22 ივნისის კანონი №5491 - ვებგვერდი, 29.06.2016წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №97 - ვებგვერდი, 23.12.2016წ. საქართველოს 2017 წლის 17 მაისის კანონი №854 - ვებგვერდი, 02.06.2017წ. საქართველოს 2017 წლის 30 ივნისის კანონი №1182 - ვებგვერდი, 13.07.2017წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1935 – ვებგვერდი, 29.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი № 2476 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონი №2607 – ვებგვერდი, 06.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 21 ივლისის კანონი №3308 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 სექტემბრის კანონი №3383 – ვებგვერდი, 24.09.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3440 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2018 წლის 31 ოქტომბრის კანონი №3600 – ვებგვერდი, 21.11.2018წ. საქართველოს 2019 წლის 28 ივნისის კანონი №4906 – ვებგვერდი, 04.07.2019წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6817 – ვებგვერდი, 22.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 15 ივლისის კანონი №6942 – ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2020 წლის 18 სექტემბრის კანონი №7169 – ვებგვერდი, 25.09.2020წ. საქართველოს 2022 წლის 9 ივნისის კანონი №1652 – ვებგვერდი, 23.06.2022წ. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2400 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2022 წლის 16 დეკემბრის კანონი №2439 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2590 – ვებგვერდი, 24.02.2023წ. საქართველოს 2023 წლის 5 აპრილის კანონი №2768 – ვებგვერდი, 18.04.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3350 – ვებგვერდი, 19.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 21 სექტემბრის კანონი №3540 – ვებგვერდი, 12.10.2023წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3608 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3903 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 13 დეკემბრის კანონი №3902 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №4022 – ვებგვერდი, 28.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4364 – ვებგვერდი, 11.07.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №143 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №845 – ვებგვერდი, 03.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №879 – ვებგვერდი, 07.07.2025წ. საქართველოს 2025 წლის 11 ნოემბრის კანონი №1024 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. საქართველოს 2025 წლის 12 ნოემბრის კანონი №1061 – ვებგვერდი, 14.11.2025წ. საქართველოს 2026 წლის 1 აპრილის კანონი №1475 – ვებგვერდი, 01.04.2026წ. თავი XII სპეციალური დაბეგვრის რეჟიმები საქართველოს 2011 წლის 20 დეკემბრის კანონი №5556 - ვებგვერდი, 30.12.2011წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах