1. უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის ადგილსამყოფლის საქართველოს ტერიტორიაზე დადგენის ან ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირს დაკავების დროს დაუყოვნებლივ განემარტება გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის მოთხოვნის უფლება და მიეწოდება ინფორმაცია გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის სამართლებრივი შედეგების თაობაზე.
Правовая карта
Нажмите, чтобы открыть
СсылкаБлизко по смыслуსისხლის სამართლის სფერ…საქართველოს სისხლის სა…
Только для информации — не юридическая консультация.
2. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების საფუძველზე პირის დაკავების და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში პირის დამკავებელი ორგანოს საქმიანობაზე საპროცესო ხელმძღვანელობის განმახორციელებელი შესაბამისი პროკურორი დაკავებიდან არაუადრეს 5 დღისა და არაუგვიანეს 7 დღისა დაკავების ადგილის მიხედვით შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის მიერ თანხმობის გამოხატვის მიზნით სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე.
3. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში. სასამართლო სხდომაზე მოსამართლე ვალდებულია დარწმუნდეს, რომ: ა) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი ნებაყოფლობით გამოხატავს თანხმობას და მკაფიოდ ითხოვს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციას; ბ) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სრულად აცნობიერებს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის სამართლებრივ შედეგებს და მისთვის ცნობილია ამ პროცედურასთან დაკავშირებული კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა, მათ შორის, ის, რომ მის მიერ გამოხატული თანხმობა საბოლოოა და რომ ექსტრადიციის მომთხოვნი სახელმწიფოს კომპეტენტურმა ორგანოებმა მის მიმართ შეიძლება განახორციელონ ამ მუხლის მე-19 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებები; გ) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიერ თანხმობა გამოხატულია წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის, დაშინების, მუქარის, მოტყუების ან მის მიმართ რაიმე სხვა უკანონო ქმედებების განხორციელების გარეშე; დ) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს ჰქონდა კვალიფიციური იურიდიული დახმარების მიღების შესაძლებლობა; ე) ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი და მისი ადვოკატი სრულად იცნობენ საექსტრადიციო წარმოების მასალებს.
4. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის მიერ თანხმობის გამოხატვის მიზნით დანიშნულ სასამართლო სხდომაში სავალდებულოა ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის დამცველის და, საჭიროების შემთხვევაში, თარჯიმნის მონაწილეობა. პირის მიერ სასამართლო სხდომაზე ამ მუხლით დადგენილი წესით გამოხატული თანხმობა საბოლოოა და მისი გათხოვა დაუშვებელია.
5. გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის პოზიციის მოსმენის შემდეგ სასამართლო ადგენს ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურას.
6. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა ვადა არ არის გათვალისწინებული, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ან საქართველოს პროკურატურა უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის დაკავებიდან არაუგვიანეს 10 დღის ვადაში აცნობებს უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე სასამართლოს წინაშე პირის მიერ გამოხატული თანხმობის ან უარის თაობაზე.
7. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ პირს უფლება აქვს, ექსტრადიციის დასაშვებობის საკითხის გადაწყვეტამდე ნებისმიერ დროს მიმართოს შესაბამის (რაიონულ) საქალაქო სასამართლოს და მოითხოვოს მისი გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიცია.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს პირის მიერ შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში და საქმეს იხილავს ამ მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით.
9. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ მუხლის მე-7 და მე-8 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურის მიერ გონივრულ ვადაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
10. ამ კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე პირის დაკავების და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენების შემთხვევაში, ან იმ შემთხვევაში, თუ პირის დაკავება ან/და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით საექსტრადიციო პატიმრობის გამოყენება არ მომხდარა, უფლებამოსილი პროკურორი ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებულ პირს განუმარტავს გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის უფლებას და შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს გონივრულ ვადაში მიმართავს შუამდგომლობით გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე პირის მიერ თანხმობის გამოხატვის მიზნით სასამართლო სხდომის დანიშვნის თაობაზე.
11. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე სასამართლო სხდომას ნიშნავს შუამდგომლობის წარდგენიდან 24 საათის განმავლობაში. ამ შემთხვევაში გამოიყენება ამ მუხლის მე-3−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული პროცედურები.
12. ამ მუხლის მე-10 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირის მიერ გამოხატული თანხმობა გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის განხორციელების თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ან საქართველოს პროკურატურის მიერ გონივრულ ვადაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს.
13. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ ამ მუხლით დადგენილი წესით სასამართლოს წინაშე გამოხატული თანხმობის მიღებიდან 15 დღის განმავლობაში უფლებამოსილი პროკურორი შესაბამის რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს მიმართავს შუამდგომლობით უცხო სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილი პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დასაშვებობის თაობაზე.
14. შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე შუამდგომლობას განიხილავს და პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი მასალის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ გადაწყვეტილების თაობაზე დაუყოვნებლივ ეცნობება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
15. თუ ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირი სასამართლოს წინაშე გამოხატავს თანხმობას მის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე და შესაბამისი რაიონული (საქალაქო) სასამართლო პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციას დასაშვებად მიიჩნევს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება, რომელიც პირის მიერ სასამართლოს წინაშე თანხმობის გამოხატვიდან 20 დღის განმავლობაში ეცნობება უცხო სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს, თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა ვადა არ არის დადგენილი: ა) პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის თაობაზე; ბ) პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარის თქმის თაობაზე.
16. ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას საქართველოს იუსტიციის მინისტრი მხედველობაში იღებს პირის მიერ სასამართლოს წინაშე გამოხატულ თანხმობას, ამ კანონის 34-ე მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებულ საფუძვლებს, აგრეთვე სხვა გარემოებებს, რომლებიც მნიშვნელოვანია ექსტრადიციის საკითხის გადაწყვეტისათვის. საქართველოს იუსტიციის მინისტრის ამ მუხლის მე-15 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
17. პირის მიერ გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე სასამართლოს წინაშე უარის გამოხატვის, სასამართლოს მიერ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის დაუშვებლად მიჩნევის ან საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში საექსტრადიციო პროცედურები წარიმართება ამ კანონის 34-ე მუხლით დადგენილი წესით.
18. თუ საერთაშორისო ხელშეკრულებით ან ინდივიდუალური შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით ექსტრადიციის თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულება (ეტაპირება) უნდა განხორციელდეს პირველი შესაძლებლობისთანავე და, ყველა შემთხვევაში, ამ მუხლის მე-15 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების უცხო სახელმწიფოსთვის შეტყობინებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.
19. პირის გამარტივებული პროცედურის გამოყენებით უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციის შემთხვევაში უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები არ არიან შეზღუდული, განახორციელონ ექსტრადირებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა ან ამ პირის მსჯავრდება მის გადაცემამდე ჩადენილი რაიმე სხვა დანაშაულისთვის, რომლისთვისაც იგი არ ყოფილა ექსტრადირებული. საქართველოს 2018 წლის 20 ივლისის კანონი №3156 – ვებგვერდი, 06.08.2018წ. საქართველოს 2018 წლის 30 ნოემბრის კანონი №3803 – ვებგვერდი, 13.12.2018წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ