1.სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე და სახელმწიფო ინსპექციის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის მუშაობას; ბ) პასუხისმგებელია სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტად და მიზანშეწონილად შესრულებისათვის და ანგარიშვალდებულია საქართველოს პრეზიდენტის წინაშე; გ) ახორციელებს სამსახურებრივ ზედამხედველობას ამ კანონის შესაბამისად; დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საჯარო მოსამსახურეებს სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის საშტატო ერთეულებზე, ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს საჯარო ხელისუფლების შესაბამის ადგილობრივ ორგანოებთან შეთანხმებით, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული; ე) შეაქვს წინადადება სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის შემოსავლის და გასავლის ხარჯთაღრიცხვის შესახებ და თვალყურს ადევნებს ხარჯთაღრიცხვის ზუსტ და მიზანშეწონილ შესრულებას; ვ) შეაქვს წინადადება სახელმწიფო დეპარტამენტის და სახელმწიფო ინსპექციის საქმიანობის სფეროს რეგულირების თაობაზე; ზ) ასრულებს სხვა ამოცანებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით და განკარგულებებით.
აღმასრულებელი ხელისუფლების სტრუქტურისა და საქმიანობის წესის შესახებ
Статья 26. სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის და სახელმწიფო ინსპექციის უფროსის უფლებამოსილებები
Редакция №17 Сверено с действующей редакцией · 11 февр. 2004 г.
