ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ
ინფორმაციის ერთიანი სახელმწიფო რეესტრის შესახებ
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
Всегда актуальная правовая база
1.რეესტრის სუბიექტის მონაცემთა ბაზა, რეესტრი, მომსახურება ან ინფორმაციული სისტემა შეიძლება განივრცოს ან კომბინირებულ იქნეს სხვა მონაცემთა ბაზასთან, რეესტრთან, მომსახურებასთან ან ინფორმაციულ სისტემასთან, თუ: ა) განვრცობა ან კომბინირება აუცილებელია რეესტრის სუბიექტის მიერ თავისი ფუნქციების უფრო ეფექტიანად შესრულებისათვის; ბ) რეესტრის სუბიექტს ნორმატიული აქტით ეკისრება ახალი ფუნქციის შესრულება, რომლის სათანადოდ შესრულებისათვის აუცილებელია განვრცობა ან კომბინირება.
2.მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის განვრცობის ან კომბინირების შესახებ შეტყობინება ეგზავნება ციფრული მმართველობის სააგენტოს.
3.ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეტყობინების ფორმას და მასთან დაკავშირებულ სხვა პროცედურებს ადგენს ციფრული მმართველობის სააგენტო. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.