1.ციფრული მმართველობის სააგენტოს უფლება აქვს, ამ კანონით გათვალისწინებული რომელიმე შეტყობინების მიღებისა და განხილვის შედეგად რეესტრის სუბიექტს გაუწიოს რეკომენდაცია, თავი შეიკავოს მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის შექმნისგან, შეცვლისგან, განვრცობისგან, კომბინირებისგან, გაუქმებისგან, განადგურებისგან, არქივირებისგან ან გადაცემისგან, თუ აღნიშნული ქმედება შეიძლება სხვა სისტემის ან სისტემების ფუნქციონირების შემაფერხებელ ფაქტორად იქნეს მიჩნეული ან/და თუ მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურების ან ინფორმაციული სისტემის წარმოება ან მასში მონაცემების დამუშავება არ შეესაბამება ციფრული მმართველობის სააგენტოს მიერ დადგენილ სტანდარტებს ან/და კანონით გათვალისწინებულ სტანდარტებს.
2.რეესტრის სუბიექტის მიერ მისთვის ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის წარდგენის/შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ციფრული მმართველობის სააგენტო შესაბამისი უწყების ინფორმაციის გადაცემისთვის პასუხისმგებელ პირს წერილობით გაფრთხილებას უგზავნის. ინფორმაციის განმეორებით წარუდგენლობის შემთხვევაში ციფრული მმართველობის სააგენტო რეესტრის სუბიექტის ხელმძღვანელს უგზავნის წერილობით შეტყობინებას, რომელშიც აღწერილია ვალდებულების შეუსრულებლობის (დარღვევის) ფაქტი და მითითებულია რეკომენდაციები მის აღმოსაფხვრელად. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6300 – ვებგვერდი, 26.06.2020წ. თავი III. მონაცემთა ბაზის, რეესტრის, მომსახურებისა და ინფორმაციული სისტემის წარმოების ძირითადი პრინციპები

