„სამეწარმეო საქმიანობის ლიცენზიისა და ნებართვის გაცემის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონი
Статья 26. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები
1. ნებართვის გამცემი არ გასცემს ნებართვას, თუ: ა) ნებართვის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ აკმაყოფილებს კანონით ან კანონის საფუძველზე ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობითი ორგანოს მიერ დადგენილ სანებართვო პირობებს; ბ) ნებართვის მაძიებელი მოითხოვს იმ საქმიანობის ნებართვას, რომლის ნებართვაც მას გაუუქმდა და გაუქმებიდან არ გასულა 6 თვე; გ) ნებართვის მაძიებელს შეჩერებული აქვს ამავე სანებართვო სფეროში მიღებული ნებართვის მოქმედება და არ არის აღმოფხვრილი მისი შეჩერების საფუძველი.
2. დაუშვებელია ნებართვის გაცემაზე უარის თქმა გასაცემი ნებართვების რაოდენობის შეზღუდვის მოტივით, გარდა საერთაშორისო საავტომობილო გადაყვანა-გადაზიდვის ნებართვისა (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით დადგენილი კვოტების ფარგლებში) და ნებართვის კონკურსის (აუქციონის) წესით გაცემის შემთხვევებისა.
