Статья 39. ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოვლენა, აღრიცხვა და ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების ფაქტის დადგენა
1. ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების მიღების ფაქტები დგინდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტით.
2. ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში თავსდება ინფორმაცია საქართველოში ნარკომანიით დაავადებულ პირთა შესახებ. ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებებს უფლება აქვთ, საინფორმაციო ბანკში ინფორმაცია გააგზავნონ პაციენტის პერსონალური მონაცემების გარეშე. ასეთი მონაცემები წარმოადგენს საექიმო საიდუმლოებას, რომლის განსაიდუმლოება ხდება პაციენტის თანხმობით ან სასამართლოს გადაწყვეტილებით.
3. ნარკომანიის დიაგნოსტირებას ახდენს სამედიცინო დაწესებულება კომისიური წესით (არანაკლებ სამი ექიმი-ნარკოლოგის მონაწილეობით), რომელიც ნარკომანიით დაავადებულ პირზე სამ ეგზემპლარად ადგენს სააღრიცხვო ბარათს. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ცენტრალურ საინფორმაციო ბანკს, მეორე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო მესამე – რჩება დაწესებულებაში.
