Статья 36. ნარკომანიით დაავადებული პირის გამოვლენა, აღრიცხვა და I, II და III სიაში შეტანილ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მიღების ფაქტის დადგენა
1. I, II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მიღების ფაქტი დგინდება კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე.
2. I, II და III სიაში შეტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მოხმარების/ზემოქმედების ქვეშ ყოფნის დადგენის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.
3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ უფლებამოსილი დაწესებულება ქმნის საქართველოში ნარკომანიით დაავადებული პირებისა და სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებათა მომხმარებლების ერთიან საინფორმაციო ბანკს.
4. ერთიანი საინფორმაციო ბანკის ფუნქციონირების წესს და იმ სახელმწიფო ორგანოთა და იურიდიულ პირთა სიას, რომლებისთვისაც ხელმისაწვდომი უნდა იყოს ერთიან საინფორმაციო ბანკში მოთავსებული ინფორმაცია, ადგენს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
