1.ტვირთის პირდაპირ შერეულ გადაზიდვაში მონაწილე სარკინიგზო სადგურის, ნავსადგურისა და სატრანსპორტო საწარმოების (ორგანიზაციების და ა.შ.) მუშაობის პირობები განისაზღვრება მხარეთა შორის დადებული ერთობლივი შეთანხმებით, რომელიც ფორმდება „რკინიგზით ტვირთის გადაზიდვის წესების“ შესაბამისად, 3 წლით. რკინიგზის სადგურის ან ნავსადგურის ტექნიკური აღჭურვილობის და მუშაობის ტექნოლოგიის შეცვლასთან დაკავშირებით ერთობლივი შეთანხმება მისი მოქმედების ვადის გასვლამდე შეიძლება მთლიანად ან ნაწილობრივ შეიცვალოს ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით.
2.ერთობლივ შეთანხმებასთან დაკავშირებული სადავო საკითხები წყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.


