შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ
Статья 3. შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლები
Редакция №9 Сверено с действующей редакцией · 4 мая 2017 г.
შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია , საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები, მათ შორის, გაეროს კონვენცია „ბავშვის უფლებათა დაცვის შესახებ“, ჰააგის კონვენცია „ბავშვთა დაცვისა და საერთაშორისო გაშვილების სფეროში თანამშრომლობის შესახებ“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი , „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი , ეს კანონი და სხვა სამართლებრივი აქტები.
