Статья 44. ინფორმირებული თანხმობა
1. სამედიცინო მომსახურების გაწევამდე დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს პაციენტის ზეპირი ან წერილობითი ინფორმირებული თანხმობა განზრახულ სამედიცინო ჩარევაზე.
2. დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის სუბიექტი ვალდებულია მიიღოს წერილობითი ინფორმირებული თანხმობა შემდეგი სამედიცინო ჩარევების წინ: ა) ნებისმიერი ქირურგიული ოპერაცია (გარდა მცირე ქირურგიული მანიპულაციებისა); ბ) აბორტი; გ) სისხლძარღვების კათეტერიზაცია (გარდა პერიფერიული ვენების კათეტერიზაციისა); გ 1 ) ადამიანის სისხლის ან მისი კომპონენტის ტრანსფუზია; დ) ჰემოდიალიზი და პერიტონეული დიალიზი; ე) ხელოვნური განაყოფიერება; ვ) ქირურგიული კონტრაცეფცია – სტერილიზაცია; [ ვ 1 ) ადამიანის ორგანოს გადანერგვა, ადამიანის ქსოვილის ან უჯრედის გამოყენება; (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან)] ზ) გენეტიკური ტესტირება; თ) გენური თერაპია; ი) სხივური თერაპია; კ) ავთვისებიანი სიმსივნეების ქიმიოთერაპია. საქართველოს 2022 წლის 15 დეკემბრის კანონი №2391 – ვებგვერდი, 27.12.2022წ. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3613 – ვებგვერდი, 22.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №142 - ვებგვერდი, 29.12.2024წ. საქართველოს 2024 წლის 13 დეკემბრის კანონი №121 - ვებგვერდი, 30.12.2024წ.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საექიმო საქმიანობის შესახებ
