Статья 19. უფლებამოსილი ორგანოს უარი
თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განმცხადებელს შეიძლება უარი ეთქვას განცხადების დაკმაყოფილებაზე შემდეგ შემთხვევებში: ა) შესაბამისი ქმედების განხორციელებას ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას ითხოვს არაუფლებამოსილი პირი; ბ) არ არის წარმოდგენილი შესაბამისი ქმედების განხორციელებისათვის ან ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საბუთები; გ) მისი მოთხოვნა ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. თავი II. დაბადების რეგისტრაცია
