Статья 67. გვარის დადგენა
Редакция №26 Сверено с действующей редакцией · 17 сент. 2024 г.
1. პირს, რომლის დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში არ არის მითითებული გვარი, მისი სურვილისამებრ, შეიძლება დაუდგინდეს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი, ან სხვა გვარი, რომლითაც იგი სარგებლობდა ამ კანონის ამოქმედებამდე არანაკლებ 5 წლისა, რაც უნდა დასტურდებოდეს მის სახელზე შედგენილი დოკუმენტებითა და სხვა მტკიცებულებებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გვარის დადგენის შეუძლებლობის შემთხვევაში პირს შეიძლება დაუდგინდეს თავისი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის სახელისგან ნაწარმოები გვარი მისთვის სასურველი დაბოლოებით ან დაბოლოების გარეშე.
Похожее по всему законодательству
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
სამოქალაქო აქტების შესახებ
