1.სააგენტო საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს მისთვის ცნობილი ნებისმიერი არაკომპეტენტურობის, უკანონო ქმედების ან უშიშროების ზომების უგულებელყოფის მოკვლევას, რ ომელი ც ჩადენილია მის მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელი ს მიერ. გაყალბების თავიდან აცილების მიზნით სააგენტო ასევე უზრუნველყოფს შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას გაცემული სერტიფიკატის ჩამორთმევასთან, სერტიფიკატის მოქმედების ვადის შეჩერებას თან და სერტიფიკატის გაუქმებასთან დაკავშირებით.
2.სააგენტო ვალდებულია მისთვის ცნობილი გაყალბების ყოველი ფაქტის შესახებ აცნობოს კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს შესაბამის სამსახურს და შესაბამის სამართალდამცავ ორგანოს.
3.სააგენტო ვალდებულია თავისი კომპეტენცი ის ფარგლებში მიიღოს ყველა შესაბამისი ზომ ა გაყალბებ ასთან და სერტიფიკატებთან ან აღიარების დამადასტურებელ საბუთებთან დაკავშირებული სხვა უკანონო ქმედებების აღკვეთის მიზნით.
4.სააგენტო არ მიიღებს განცხადებ ას სერტიფიკატის ან აღიარების დამადასტურებელი საბუთის ცნობის შესახებ, თუ ამგვარი სერტიფიკატის ან საბუთის ნამდვილობა არ არის დამოწმებული სან ოტარ ო წესით , საკრუინგო აგენტის ან გემთმფლობელის მიერ.
5.სააგენტო ვალდებულია დოკუმენტის, მათ შორის , განცხადების ასლის მიღების შემდეგ შეამოწმოს იგი და შე უ დაროს დედ ა ნ ს , ხოლო საჭიროების შემთხვევაში განმცხადებლისაგან მოითხოვოს ნებისმიერი დამატებითი ინფორმაცი ის მიწოდება ან დოკუმენტი ს წარდგენა .
6.სააგენტოს უფლება აქვს , განცხადების მიღების პროცესში გამოიყენოს IMO-ს შესაბამისი ვებგვერდი სხვა ადმინისტრაციებთან დაკავშირების მიზნით და შექმნას მათგან მიღებული პასუხების მონაცემთა ელექტრონული ბაზა.
7.სააგენტო ვალდებულია შექმნას შესაბამის მონაცემთა ელექტრონული ბაზა, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ქსელში აღიარების მისანიჭებლად.
8.სააგენტოს მიერ გაცემული დადასტურების სერტიფიკატი უნდა შეესაბამებოდეს STCW-ის კოდექსით დადგენილ სავალდებულო მინიმალურ მოთხოვნებს .
9.სერტიფიკატის ასლი ან მ ის ი შემცვლელი საბუთი სააგენტოსთვის წერილობითი განცხადებით მიმართვის გარეშე არ გაიცემა.
10.სააგენტო პასუხისმგებელია კონვენციის სხვა წევრების კომპეტენტურ ორგანოებთან ინფორმაციის გაცვლაზე.
11.სააგენტო ვალდებულია კონვენციის სხვა წევრების კომპეტენტური ორგანოების თხოვნის საფუძველზე წარ უ დგინოს მათ მეზღვაურ თა სერტიფიკატები, შესაბამისი დადასტურების სერტიფიკატები ან სხვა დოკუმენტები − დასაბუთება მეზღვაურთა საქართველოში წვრთნის დადასტურების ან უარყოფის მიზნით.
12.ყალბი სერტიფიკატის გაცემა ან დამზადება იწვევს სისხლის სამართლ ის პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.






