1.
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
1.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ
Всегда актуальная правовая база
2.სააგენტო გასცემს სერტიფიკატს, თუ პირი წარმოადგენს შემდეგ საბუთებს: ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, განსაკუთრებით მხედველობისა და სმენის კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტს, რომელიც გაცემულია შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მიერ; გ) დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის III და IV თავებით და აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად; გ 1 ) აუცილებელი წვრთნის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის III და IV თავებით და აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად; გ 2 ) შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) ამ კანონის III თავით განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტს, იმ უფლებამოსილებათა, ფუნქციათა და პასუხისმგებლობათა დონეების გათვალისწინებით, რომელთა დადგენაც აუცილებელია სერტიფიკატის დადასტურებისთვის; ე) საქართველოს კანონმდებლობით ან კონვენციით გათვალისწინებულ სხვა საბუთებს.
3.სააგენტო ვალდებულია: ა) აწარმოოს კაპიტნების, ოფიცრებისა და რიგითი შემადგენლობების კომპეტენციის ყველა სერტიფიკატის − გაცემულის, ვადაგასულის, ვადაგაგრძელებულის, შეჩერებულის, გაუქმებულის, დაკარგულის, განადგურებულის − აღრიცხვის რეესტრი, შესაბამისი გამონაკლისების მითითებით; ბ) ამ კანონის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; გ) ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემის თაობაზე ოფიციალურ თხოვნას უპასუხოს 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ სააგენტო ვერ ახერხებს ინფორმაციის გაცემას, იგი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დაინტერესებულ მხარეს აცნობოს დადგენილ ვადაში თხოვნის შეუსრულებლობის შესახებ, იმ დროის მითითებით, როდესაც მას ოფიციალურ პასუხს გაუგზავნის.
4.საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ, ამ კანონის მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად, იმ გემზე, რომელზედაც მსახურობს სერტიფიკატის მფლობელი, ხელმისაწვდომი იყოს ამ კანონით მოთხოვნილი ნებისმიერი სერტიფიკატის დედანი.
5.კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ნაოსნობის სტაჟში არ ჩაეთვლება: ა) საგემბანე განყოფილების მეზღვაურს: ა.ა) ნაოსნობა საშუქურო გემზე; ა.ბ) (ამოღებულია - 17.09.2019, №4943); ა.გ) ნაოსნობა სპორტულ გემზე; ა.დ) ნაოსნობა 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად; ა.ე) ნაოსნობა ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში; ა.ვ) ნაოსნობა მცურავ დოკზე და მცურავ ამწეზე; ა.ზ) შესაკეთებელი დგომა 1 თვეზე მეტი ხნით; ბ) გემის მექანიკოსს: ბ.ა) ნაოსნობა საშუქურო გემზე; ბ.ბ) ნაოსნობა სპორტულ გემზე; ბ.გ) ნაოსნობა 750 კვტ ან 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად; ბ.დ) ნაოსნობა მცურავ დოკსა და მცურავ ამწეზე; გ) ელექტროტექნიკოსს: გ.ა) ნაოსნობა არათვითმავალ გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 50 კვტ-ზე ნაკლებია; გ.ბ) ნაოსნობა მცურავ დოკსა და მცურავ ამწეზე; გ.გ) ნაოსნობა სპორტულ გემზე. 5 1 . საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატი გაიცემა/განახლდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საზღვაო განათლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
6.სააგენტოში მუშაობის ვადა მეზღვაურს ჩაეთვლება დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად შემდეგი თანაფარდობით: სააგენტოში მუშაობის 2 თვე − 1-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად. ამ გზით მიღებული სტაჟი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად და არა უფრო მაღალი დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად.
7.სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ლოცმანად მუშაობის ვადა მეზღვაურს ჩაეთვლება დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად შემდეგი თანაფარდობით: ლოცმანად მუშაობის 2 თვე − 1-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად, თუ ლოცმანს ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს 120 (ას ოცი) სალოცმანო გაცილება, მათ შორის, ბოლო 12 თვის განმავლობაში − არანაკლებ 12 სალოცმანო გაცილება. ამ გზით მიღებული სტაჟი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად და არა უფრო მაღალი დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4943 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.
1. სააგენტო გასცემს შესაბამის სერტიფიკატს, თუ პირი აკმაყოფილებს ასაკის, განათლების, ნაოსნობის სტაჟის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, წვრთნისა და კომპეტენციის შეფასების შესახებ საქართველოს კანონმდებლობით და კონვენციით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 2. სააგენტო გასცემს სერტიფიკატს, თუ პირი წარმოადგენს შემდეგ საბუთებს: ა) პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს; ბ) მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის, განსაკუთრებით მხედველობისა და სმენის კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტს, რომელიც გაცემულია შერჩეული სამედიცინო დაწესებულების მიერ; გ) დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის III და IV თავებით და აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად; გ 1 ) აუცილებელი წვრთნის გავლის დამადასტურებელ დოკუმენტს, რომელიც გათვალისწინებულია ამ კანონის III და IV თავებით და აუცილებელია შესაბამისი სერტიფიკატის მისაღებად; გ 2 ) შესაბამისი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს; დ) ამ კანონის III თავით განსაზღვრულ კომპეტენციის სტანდარტებთან შესაბამისობის დოკუმენტს, იმ უფლებამოსილებათა, ფუნქციათა და პასუხისმგებლობათა დონეების გათვალისწინებით, რომელთა დადგენაც აუცილებელია სერტიფიკატის დადასტურებისთვის; ე) საქართველოს კანონმდებლობით ან კონვენციით გათვალისწინებულ სხვა საბუთებს. 3. სააგენტო ვალდებულია: ა) აწარმოოს კაპიტნების, ოფიცრებისა და რიგითი შემადგენლობების კომპეტენციის ყველა სერტიფიკატის − გაცემულის, ვადაგასულის, ვადაგაგრძელებულის, შეჩერებულის, გაუქმებულის, დაკარგულის, განადგურებულის − აღრიცხვის რეესტრი, შესაბამისი გამონაკლისების მითითებით; ბ) ამ კანონის შესაბამისად გაცემული სერტიფიკატების შესახებ ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული პირისათვის; გ) ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის გაცემის თაობაზე ოფიციალურ თხოვნას უპასუხოს 5 სამუშაო დღის ვადაში. თუ სააგენტო ვერ ახერხებს ინფორმაციის გაცემას, იგი ვალდებულია აღნიშნულ ვადაში დაინტერესებულ მხარეს აცნობოს დადგენილ ვადაში თხოვნის შეუსრულებლობის შესახებ, იმ დროის მითითებით, როდესაც მას ოფიციალურ პასუხს გაუგზავნის. 4. საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ, ამ კანონის მე-9 და მე-10 მუხლების შესაბამისად, იმ გემზე, რომელზედაც მსახურობს სერტიფიკატის მფლობელი, ხელმისაწვდომი იყოს ამ კანონით მოთხოვნილი ნებისმიერი სერტიფიკატის დედანი. 5. კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად ნაოსნობის სტაჟში არ ჩაეთვლება: ა) საგემბანე განყოფილების მეზღვაურს: ა.ა) ნაოსნობა საშუქურო გემზე; ა.ბ) (ამოღებულია - 17.09.2019, №4943); ა.გ) ნაოსნობა სპორტულ გემზე; ა.დ) ნაოსნობა 500 ტონაზე ნაკლები საერთო ტევადობის გემზე 500 ტონა ან 500 ტონაზე მეტი საერთო ტევადობის გემის სავახტო თანაშემწის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად; ა.ე) ნაოსნობა ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებში; ა.ვ) ნაოსნობა მცურავ დოკზე და მცურავ ამწეზე; ა.ზ) შესაკეთებელი დგომა 1 თვეზე მეტი ხნით; ბ) გემის მექანიკოსს: ბ.ა) ნაოსნობა საშუქურო გემზე; ბ.ბ) ნაოსნობა სპორტულ გემზე; ბ.გ) ნაოსნობა 750 კვტ ან 750 კვტ-ზე ნაკლები სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემზე 750 კვტ ან 750 კვტ-ზე მეტი სიმძლავრის მთავარი ამძრავი მექანიზმის მქონე გემის მექანიკოსის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად; ბ.დ) ნაოსნობა მცურავ დოკსა და მცურავ ამწეზე; გ) ელექტროტექნიკოსს: გ.ა) ნაოსნობა არათვითმავალ გემზე, რომლის ელექტრომოწყობილობის სიმძლავრე 50 კვტ-ზე ნაკლებია; გ.ბ) ნაოსნობა მცურავ დოკსა და მცურავ ამწეზე; გ.გ) ნაოსნობა სპორტულ გემზე. 5 1 . საქართველოში კომპეტენციის სერტიფიკატი გაიცემა/განახლდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეზე მისკანონმდებლობის მიერშესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე მიღებული საზღვაო განათლების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.საფუძველზე. 6. სააგენტოში მუშაობის ვადა მეზღვაურს ჩაეთვლება დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად შემდეგი თანაფარდობით: სააგენტოში მუშაობის 2 თვე − 1-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად. ამ გზით მიღებული სტაჟი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად და არა უფრო მაღალი დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად. 7. სააგენტოს მიერ სერტიფიცირებულ ლოცმანად მუშაობის ვადა მეზღვაურს ჩაეთვლება დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად შემდეგი თანაფარდობით: ლოცმანად მუშაობის 2 თვე − 1-თვიან დამტკიცებულ ნაოსნობის სტაჟად, თუ ლოცმანს ბოლო 5 წლის განმავლობაში განხორციელებული აქვს 120 (ას ოცი) სალოცმანო გაცილება, მათ შორის, ბოლო 12 თვის განმავლობაში − არანაკლებ 12 სალოცმანო გაცილება. ამ გზით მიღებული სტაჟი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს კომპეტენციის სერტიფიკატის განსაახლებლად და არა უფრო მაღალი დონის კომპეტენციის სერტიფიკატის მისაღებად. საქართველოს 2014 წლის 14 ნოემბრის კანონი №2790 – ვებგვერდი, 26.11.2014წ. საქართველოს 2019 წლის 17 სექტემბრის კანონი №4943 – ვებგვერდი, 01.10.2019წ. საქართველოს 2022 წლის 16 ნოემბრის კანონი №2033 – ვებგვერდი, 21.11.2022წ.
Опишите ситуацию — поможем найти нужного специалиста.