1.გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით კენჭისყრის პროცედურა იწყება კენჭისყრის დღის 9 საათიდან და სრულდება 19 საათზე. გადასატანი საარჩევნო ყუთი საარჩევნო უბანში უნდა დაბრუნდეს არა უგვიანეს 20 საათისა.
2.გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით ხმის მიცემის უფლება აქვთ ამ კანონის 33-ე მუხლით განსაზღვრულ პირებს.
