პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Статья 15. მონაცემთა სუბიექტისათვის ინფორმაციის მიწოდება
1. თუ მონაცემთა შეგროვება ხორციელდება უშუალოდ მონაცემთა სუბიექტისაგან , მონაცემთა დამმუშავებელი ან უფლებამოსილი პირი ვალდებულია მონაცემთა სუბიექტს მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მონაცემთა დამმუშავებლის ა და უფლებამოსილი პირის ( ასეთის არსებობის შემთხვევაში ) ვინაობა და რეგისტრირებული მისამართი; ბ) მონაცემთა დამუშავების მიზანი; გ) სავალდებულოა თუ ნებაყოფლობითი მონაცემთა მიწოდება ; თუ სავალდებულოა − მასზე უარის თქმის სამართლებრივი შედეგები; დ) მონაცემთა სუბიექტის უფლება , მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებულ მონაცემ თა თაობაზე , მოითხოვოს მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და განადგურება .
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშ ნ ული ინფორმაციის მიწოდება არ არის სავალდებულო, თუ მონაცემთა სუბიექტ ს უკვე აქვს იგი .
