პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. უფლებამოსილმა პირმა შეიძლება დაამუშაოს მონაცემები სამართლებრივი აქტის ან მონაცემთა დამმუშავებელთან დადებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ამ კანონითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ მოთხოვნებს და უნდა ითვალისწინებდეს ამ კანონით დადგენილ წესებსა და აკრძალვებს.
2. უფლებამოსილმა პირმა მონაცემები უნდა დაამუშაოს შესაბამისი სამართლებრივი აქტით ან ხელშეკრულებით დადგენილ ფარგლებში. დაუშვებელია უფლებამოსილი პირის მიერ ნებისმიერი სხვა მიზნით მონაცემთა შემდგომი დამუშავება. დაუშვებელია, უფლებამოსილმა პირმა მონაცემთა დამუშავების უფლება სხვა პირს მონაცემთა დამმუშავებლის თანხმობის გარეშე გადასცეს.
3. დაუშვებელია მონაცემთა დამუშავების შესახებ ხელშეკრულების დადება, თუ, უფლებამოსილი პირის საქმიანობიდან ან/და მიზნებიდან გამომდინარე, არსებობს მონაცემთა არამიზნობრივი დამუშავების საფრთხე.
4. მონაცემთა დამმუშავებელი უნდა დარწმუნდეს, რომ უფლებამოსილი პირი მონაცემთა დასაცავად მიიღებს შესაბამის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს. იგი ვალდებულია მონიტორინგი გაუწიოს უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავებას.
5. უფლებამოსილ პირსა და მონაცემთა დამმუშავებელს შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში უფლებამოსილი პირი ვალდებულია მოთხოვნისთანავე გადასცეს მონაცემთა დამმუშავებე ლს მის ხელთ არსებული მონაცემები.
6. უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის გაუქმების ან საქმიანობის შეწყვეტის შემთხვევაში მონაცემთა დამუშავება უნდა შეწყდეს და აღნიშნული საფუძვლის გაუქმებამდე ან საქმიანობის შეწყვეტამდე დამუშავებული მონაცემები დაუყოვნებლივ უნდა გადაეცეს მონაცემთა დამმუშავებელს.
7. უფლებამოსილ პირთან დადებულ ხელშეკრულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს მონაცემთა უსაფრთხოებისათვის ზომების მიღების ვალდებულება. საქართველოს 2014 წლის 1 აგვისტოს კანონი №2639- ვებგვერდი, 18.08.2014 წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ