ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Статья 55. გადამცემი სისტემის ოპერატორისთვის მონაცემებისა და ინფორმაციის მიწოდება
Редакция №14 Сверено с действующей редакцией · 10 июн. 2025 г.
მწარმოებლები, სისტემის ოპერატორები და გადამცემ ქსელთან მიერთებული მოწყობილობების მფლობელი საბოლოო მომხმარებლები ვალდებული არიან მოთხოვნის შემთხვევაში გადამცემი სისტემის ოპერატორს მიაწოდონ სისტემის ოპერირებისთვის, მართვისა და განვითარებისთვის საჭირო ყველა მონაცემი და ინფორმაცია ამ კანონის, გადამცემი ქსელის წესების, მიწოდების უსაფრთხოების მარეგულირებელი ნორმატიული აქტებისა და კომისიის მიერ დამტკიცებული ინფორმაციის წარდგენის წესების შესაბამისად.
