პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Статья 14. მონაცემთა დამუშავება საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით
1. საჯარო და კერძო დაწესებულებებს შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის აღრიცხვის მიზნით შეუძლიათ შეაგროვონ შემდეგი მონაცემები: სახელი, საიდენტიფიკაციო დოკუმენტის ნომერი და სახე, მისამართი, შესვლისა და გასვლის თარიღები და დრო, ასევე შენობაში შესვლისა და შენობიდან გასვლის მიზეზები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მონაცემთა შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს მათი ჩაწერის დღიდან სამ წელს, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ ისინი უნდა წაიშალოს ან განადგურდეს. თავი III. მონაცემთა დამმუშავებლისა და უფლებამოსილი პირის უფლებები და მოვალეობები
