პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლ ებ იც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურების აგან , შეცვლის აგან , გამჟღავნების აგან , მოპოვების აგან , ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევ ი თი ან უკანონო და კარგვისაგან .
2. მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია უზრუნველყოს ელექტრონული ფორმით არსებული მონაცემების მიმართ შესრულებული ყველა მოქმედების აღრიცხვა. არაელექტრონული ფორმით არსებულ მონაცემთა დამუშავებისას მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა გამჟღავნებასთან ან/და ცვლილებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედების აღრიცხვა.
3. მონაცემთა უსაფრთხოებისათვის მიღებული ზომები მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებული რისკების ადეკვატური უნდა იყოს.
4. მონაცემთა დამმუშავებლის ა და უფლებამოსილი პირის ნებისმიერი თანამშრომელი, რომელ იც მონაწილეობს მონაცემთა დამუ შ ავება ში, ვალდებულია არ გასცდეს მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს. ამასთან ავე , მას ეკისრება ვალდებულება , დაიცვას მონაცემთა საიდუმლოება, მათ შორის, მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ.
5. მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის ზომები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ