პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Статья 40^19. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის შერჩევა, თანამდებობაზე დანიშვნა და უფლებამოსილებანი
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა) თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ბრძანებით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე დასანიშნი პირის საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც არ უნდა იყოს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილ ძირითად მოთხოვნებზე ნაკლები, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი მოთხოვნები) განისაზღვრება ამ კანონითა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის შესარჩევად და თანამდებობაზე დასანიშნად კონკურსის ჩატარების მიზნით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი ქმნის საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი საქმიანობის წესს.
