პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ
Только для информации — не юридическая консультация.
1. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სოციალურ დაცვას სახელმწიფო უზრუნველყოფს.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული სოციალური დაცვის გარანტიები).
3. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი იღებს: ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ თანამდებობრივ სარგოს; ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს; გ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს, თუ აქვს სპეციალური წოდება; დ) წელთა ნამსახურობის დანამატს; ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და კომპენსაციებს.
4. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის შესაბამის თანამშრომელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია.
5. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის შრომის ანაზღაურების წესი და ოდენობა, წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატის ოდენობები, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობები განისაზღვრება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსის ნორმატიული აქტებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
6. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომელი ექვემდებარება სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსი.
7. პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის თანამშრომლის სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით. საქართველოს 2021 წლის 30 დეკემბრის კანონი №1313 – ვებგვერდი, 13.01.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 ნოემბრის კანონი №2199 – ვებგვერდი, 15.12.2022წ.
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ