1.რეგისტრაციის მაძიებელი ვალდებულია გადაიხადოს ამ კანონით დაწესებული სარეგისტრაციო მოსაკრებელი.
2.დაუშვებელია პირისათვის ამ კანონით გაუთვალისწინებელი სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდის ვალდებულების დაკისრება.
3.სარეგისტრაციო მოსაკრებლის გადახდევინება ხორციელდება რეგისტრაციამდე, ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით.
