საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 164^3. არჩევნების გაყალბება
არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების: საარჩევნო სიების, ოქმების, ბიულეტენების, სარეგისტრაციო ჟურნალების და საკონტროლო ფურცლების განზრახ გაყალბება, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2261- სსმ I, №55, 27.12.2005 წ., მუხ.366 მუხლი 164 4 . ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა 1. ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა, ჩადენილი იძულებით ან მუქარით, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2. ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენა ან/და საარჩევნო ხმის ფარულობის დარღვევა, ჩადენილი ძალადობით, მატერიალური ან სამსახურებრივი დამოკიდებულების გამოყენებით, − ისჯება ჯარიმით, შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
