საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი
Статья 114^8. გემის ოპერირებასთან დაკავშირებული საზღვაო უსაფრთხოებისა და საზღვაო უშიშროების ცალკეული წესების დარღვევა
1. საზღვაო უშიშროების წესის დაცვის ან დარღვევის თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გემის მიმართ გაცემული გაფრთხილების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გემის კაპიტნის ან/და გემთმფლობელის დაჯარიმებას − თითოეულისა 5 000 ლარის ოდენობით.
2. გემის ნავსადგურში შესვლა მთავარი ან დამხმარე ძრავის ან ორთქლის ქვაბის მუშაობის უზრუნველსაყოფად გამოყენებული საწვავის აირის ჰაერში გამოსაბოლქვი ტრაქტის/მილის შიდა კედელზე დარჩენილი დაუმწვარი საწვავის ნაწილაკების შემცველი მურისგან გასაწმენდი (გასასუფთავებელი) აღჭურვილობით − გამოიწვევს გემის კაპიტნის დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით.
