საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 237. იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა
1. ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), მისი მაკომპლექტებელი დეტალის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან რვა წლამდე.
2. ბირთვული, ქიმიური, ბიოლოგიური ან მასობრივი განადგურების სხვა იარაღის ანდა ასეთი იარაღის დასამზადებელი მასალის ან მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით ან გამოძალვა, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით რვიდან თერთმეტ წლამდე.
3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი: ა) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ; ბ) არაერთგზის; გ) სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით; დ) ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის იმწუთიერი გამოყენების მუქარით, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცხრიდან ცამეტ წლამდე.
