საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი
Статья 355^3. მეწარმე იურიდიული პირის პოლიტიკური აქტივობა
1. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153 13 მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციულსახდელდადებული იურიდიული პირის მიერ ან/და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც აღნიშნული იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული არ არის, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ორას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, − ისჯება ჯარიმით, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან სამას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხ წლამდე. შენიშვნა:
