1.სამსახურის შესრულების წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც საზოგადოებრივი წესრიგის დამცველი ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველმყოფი სამხედრო განაწესის შემადგენლობაში შედის, რამაც გამოიწვია პირის უფლების ან კანონიერი ინტერესის დარღვევა, – ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.
2.იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია მძიმე შედეგი, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე. საქართველოს 2000 წლის 30 ივნისის კანონი №458 – სსმ I, №27, 17.07.2000 წ., მუხ.83 საქართველოს 2000 წლის 5 დეკემბრის კანონი №649 – სსმ I, №47, 14.12.2000 წ., მუხ.134 საქართველოს 2006 წლის 28 აპრილის კანონი №2937 – სსმ I, №14, 15.05.2006 წ., მუხ.90



