1.საზღვრის პროცედურის ფარგლებში საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი შეიძლება გასაჩივრდეს „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით, შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის უცხოელისთვის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, ჩაბარებიდან 7 კალენდარული დღის ვადაში.
2.თბილისის საქალაქო სასამართლო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ საკითხთან დაკავშირებულ დავას განიხილავს და მიღებულ გადაწყვეტილებას მხარეებს უგზავნის სარჩელის სასამართლოში შეტანიდან 7 კალენდარული დღის ვადაში, დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით.
3.ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მხარეებს მხოლოდ ქართულ ენაზე ჰბარდება.
4.თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება. საქართველოს 2025 წლის 26 ივნისის კანონი №874 – ვებგვერდი, 07.07.2025წ.





