საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Статья 21^70. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების საკითხის გადაწყვეტის წესი
1. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამის გადაწყვეტილებას იღებს (ბრძანებას გამოსცემს) ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში.
2. მოსამართლე ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, იმ ეკონომიკური აგენტისათვის/ეკონომიკური აგენტებისათვის შეუტყობინებლად, რომლის/რომელთა ადგილზე შემოწმებასაც ითხოვს სააგენტო.
3. ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ, შესაბამისი დასაბუთება და იმ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების თაობაზე ინფორმაცია, რომელიც/რომლებიც შემოწმდება/შემოწმდებიან; გ) ბრძანების მოქმედებისა და ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების ვადა; დ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
