1.ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანება სააგენტომ შეიძლება მისთვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ, ეკონომიკური აგენტისათვის/ეკონომიკური აგენტებისათვის შეუტყობინებლად უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განხილვისათვის დადგენილი წესით.
2.ეკონომიკურმა აგენტმა/ეკონომიკურმა აგენტებმა შეიძლება ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ მოსამართლის ბრძანება მისთვის/მათთვის ბრძანების ეგზემპლარის წარდგენიდან (გადაცემიდან) 48 საათის განმავლობაში გაასაჩივროს/გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. მოსამართლის ბრძანების გასაჩივრება არ აჩერებს მის მოქმედებას. მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარში უნდა აღინიშნოს ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების დაწყებისათვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის შესახებ. საჩივარი შეიტანება აღნიშნული ბრძანების გამომცემ სასამართლოში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს და ამის შესახებ ატყობინებს მხარეებს. სააპელაციო სასამართლო საჩივარს განიხილავს შეტანიდან 72 საათის განმავლობაში, ზეპირი მოსმენის გარეშე. სააპელაციო სასამართლოს მიერ საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საჯაროდ ცხადდება და მხარეებს მათი მოთხოვნის შემთხვევაში გადაეცემა.
3.სააპელაციო სასამართლოს მიერ ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმების შესახებ/ეკონომიკური აგენტის/ეკონომიკური აგენტების ადგილზე შემოწმებაზე უარის თქმის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება. საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ. თავი VII 19 . ადმინისტრაციული სამართალწარმოება ეკონომიკური აგენტისაგან/მხარისაგან/დაინტერესებული მხარისაგან ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით საქართველოს 2020 წლის 16 სექტემბრის კანონი №7127 – ვებგვერდი, 21.09.2020წ.

