1.იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების საფუძველია ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილება ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსრულების შეწყვეტის შესახებ.
2.საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანო ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს გადაწყვეტილების ოფიციალურად გაცნობიდან 1 თვის ვადაში მიმართავს თბილისის საქალაქო სასამართლოს იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების მოთხოვნით.
3.იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე მოსამართლის დადგენილების გაუქმების თაობაზე გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იღებს ამ კოდექსის 35 4 მუხლით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №381 - ვებგვერდი, 22.03.2017წ. თავი X. დასკვნითი დებულება საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4214 - სსმI, №51, 31.12.2006წ., მუხ.442

