საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Ближайшее по смыслу — в том числе в других законах
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი
Всегда актуальная правовая база
1.„საქართველოსა და ევროკავშირს შორის ევროკავშირის პროგრამაში „ჰორიზონტი 2020 – კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა (2014–2020)“ საქართველოს მონაწილეობის შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში და საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გამოსცემს დადგენილებას იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე.
2.საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანო თავის შუამდგომლობაში უთითებს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ევროკომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იურიდიული პირის, მისთვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების ოდენობის და ამ იურიდიული პირის ქონების შესახებ მონაცემებს (ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში).
3.მოსამართლე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე, რის თაობაზედაც ამ შუამდგომლობის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა ატყობინებს შუამდგომლობაში მითითებულ იურიდიულ პირს და უგზავნის მას შესაბამის საქმის მასალებს.
4.მოსამართლე საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში გამოსცემს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დადგენილებას.
5.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ მოსამართლის დადგენილებაში აღინიშნება: ა) დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მოსამართლის გვარი; გ) მონაცემები შუამდგომლობის ავტორის შესახებ; დ) იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილების აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე; ე) მონაცემები იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილებაში აღნიშნული იურიდიული პირის შესახებ; ვ) იურიდიული პირისათვის ფულადი ვალდებულების დაკისრების შესახებ ევროკომისიის გადაწყვეტილებით იურიდიული პირისათვის დაკისრებული ფულადი ვალდებულების ოდენობა; ზ) მონაცემები იურიდიული პირის ქონების შესახებ (ევროკომისიის გადაწყვეტილებაში ასეთის არსებობის შემთხვევაში); თ) დადგენილების გასაჩივრების წესი; ი) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი.
6.ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მოსამართლის დადგენილება დგება სამ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, მეორე ეგზავნება საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ორგანოს, ხოლო მესამე − საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული ორგანოს შუამდგომლობაში მითითებულ იურიდიულ პირს. თუ მოსამართლის დადგენილების აღნიშნული იურიდიული პირისათვის გადაცემა ვერ ხერხდება, იგი ქვეყნდება საჯაროდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით და მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება გამოქვეყნებიდან მესამე დღეს. საქართველოს 2017 წლის 10 მარტის კანონი №381 - ვებგვერდი, 22.03.2017წ.
Эти юристы работают в правовой области, связанной с этой статьёй.
სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ