1.ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულების მიმართ არ გამოიყენება ამ კოდექსის 169-ე მუხლში მითითებული აღსრულების უზრუნველყოფის საშუალებანი.
2.ფულადი თანხის გადახდევინებასთან დაკავშირებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის აღსრულებისათვის აუცილებელია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ.
3.თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე ვალდებული პირი უარს აცხადებს გადაიხადოს ფულადი თანხა, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება აღსრულების უზრუნველყოფის შესახებ, რომლის შესაბამისად უფლებამოსილი პირი მოვალეს დააკისრებს ვალდებულებას, მისთვის გადასაცემი ფულადი თანხა ჩარიცხოს ადმინისტრაციული ორგანოს ანგარიშზე.
4.პირისაგან თანხის იძულებითი ამოღება, ქონებაზე ყადაღის დადება წარმოებს სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით . საქართველოს 2001 წლის 2 მარტის კანონი №772 - სსმ I, №6, 20.03.2001წ., მუხ.8 საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის კანონი №1801 - სსმ I, №37, 14.07.2005წ., მუხ.245




